ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა, მას 87 წელი შეუსრულდა

დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა, მას 87 წელი შეუსრულდა

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა, მას 87 წელი შეუსრულდა.

ილია მეორე, ერისკაცობაში კი ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

მან პატრიარქობამდე, დიდი და მძიმე გზა განვლო. 1977 წლის 23 დეკემბერს კი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ფარული კენჭისყრით, კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 42-ე წლისთავი აღინიშნა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com