ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დღეს სახელმწიფო დროშის დღეა-რეპორტაჟი პრეზიდენტის სასახლიდან(ვიდო)

დღეს სახელმწიფო დროშის დღეა-რეპორტაჟი პრეზიდენტის სასახლიდან(ვიდო)

„დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის ბრძოლის გზაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა მოჩანდა ეროვნული მოძრაობის, ხალხმრავალი გამოსვლების დროს, სახელმწიფოებრიობის აღდგენასთან ერთად დროშამ ადგილი დაიმკვიდრა სახელმწიფო დაწესებულებების, საქართველოს წარმომადგენლობების შენობებზე, სახელმწიფო მოღვაწეების სამუშაო ოთახებში. თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად, როდესაც პოლიტიკურმა განვითარებამ შეიძინა მშვიდი მდგრადი ხასიათი დგება დრო, რომ სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში. მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან. სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა“, – აცხადებენ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში.

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.

ვიდეო: ტვ პირველი“

⭕ LIVE 📌14 იანვარი – სახელმწიფო დროშის დღე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ორშაბათი, 14 იანვარი, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“სტალინის გამო შემიძლია ტანკსაც შევუვარდე”-ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ- ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა ,,მეტრონომის” ბლიც ინტერვიუში სტალინზე ისაუბრა. “სტალინი ჩემთვის იყო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com