ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დღეს სასჯელაღსრულების ნომერ მეშვიდე დაწესებულება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დახურა

დღეს სასჯელაღსრულების ნომერ მეშვიდე დაწესებულება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დახურა

სასჯელაღსრულების ნომერ მეშვიდე დაწესებულების დაიხურვას. სასჯელაღსრულების მინისტრი, სახალხო დამცველი, და უფლებადამცველები ესწრებოდნენ 2018 წლის 2 ივლის სასჯელაღსრულების ნომერ მეშვიდე დაწესებულება დაიხურა. დაწესებულება სასჯელაღსრულებისა და 2018 წლის 2 ივლის სასჯელაღსრულების ნომერ მეშვიდე დაწესებულება დაიხურა.სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დახურა.

მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. „სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მონიტორინგის წევრების ანგარიშებში იყო მოხვედრილი ეს დაწესებულება, როგორც ერთ-ერთი ძალიან ცუდი დაწესებულება. ბოლოს, 2018 წლის 2 ივლის სასჯელაღსრულების ნომერ მეშვიდე დაწესებულება დაიხურა.

ოდესაც CPT იყო ჩამოსული საქართველოში, იმანაც აღნიშნა საკუთარ დასკვნაში, რომ ეს დაწესებულება უნდა დაიხუროს რაც შეიძლება მალე. გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვახდინეთ სწრაფი დახურვა, სანამ ახალ დაწესებულებას არ ავაშენებდით, მაგრამ გავაუქმეთ ქვედა სართულები, სადაც პრაქტიკულად ჰაერი არ შემოდიოდა. ბოლოს ჩვენ აქ გვყავდა ცხრა ადამიანი ზედა სართულებზე და დღეს ეს ცხრა ადამიანიც გადაყვანილია ევროპული სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში. იმედი მაქვს, საქართველოში ასეთი ტიპის დაწესებულებები აღარ იარსებებს”, – განაცხადა კახიშვილმა. მისივე თქმით, პატიმრები აღნიშნული დაწესებულებიდან ახალ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც დაახლოებით 25 პატიმარზეა გათვლილი. სასჯელაღსრულების ნომერ მეშვიდე დაწესებულების დაიხურვას ესწრებოდა, ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, რომელმაც ჟურნალისტთან კომენტარისას,აღნიშნა, „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ რომლითაც სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულება დაიხურა წლეების მანძილზე აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები სასჯელს იხდიდნენ არაადამნიანურ პირობებში, რადგანაც აღნიშნული დაწესებულება ვერ პასუხობდა ვერცერთ დადგენილ ელემენტარულ სტანდარტს, ამიტომაც როგორც ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია და ასევე სხვა ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები რეგულარულად მივმართავდით რეკომენდაციით და ვაყენებდით საკითხს მეშვიდე დაწესებულების გაუქმების შესახებ რასაც აგრეთვე იზიარებდა საერთაშორისო უფლებადამცველი პარტნიორი ორგანიზაციებიც, ვიმედოვნებ, რომ მომავალში მსგავსი ტიპის დაწესებულებები აღარ იარსებებს და ეს შემორჩება საზოგადოებას როგორც მუზეუმი.“ აღნიშნა ჟურნალისტთა კომენტარისას ცნობილმა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა

თბილისის მერიამ და კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა. ეს ეხება ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com