ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს:

„საოცარი ამბები ხდება საბანკო სისტემაში. ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხები ბოლო ორ თვეში 4,6-ჯერ შემცირდა.

თუ დეკემბრის შუა რიცხვებისათვის მისი მოცულობა 1,59 მილიარდი ლარი იყო, დღეისათვის 340 მილიონ ლარამდე შემცირდა. ბანკებს ფული არ სჭირდებათ. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
რეფინანსირების სესხების შემცირებამ წარმოშვა ლარის მკვეთრი გამყარების ტენდენცია, თუმცა ეროვნული ბანკი არ აძლევს ამის საშუალებას. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა 135 მილიონი დოლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ლარის კურსი მნიშვნელოვნად იქნებოდა გამყარებული. ეროვნული ბანკი ამას ხსნის უცხოური ვალუტის რეზერვების შევსების აუცილებლობით. ფაქტია, რომ თავისუფლად მცურავ კურსზე აპელირება არის ფიქცია და დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ. 
თუ რა კავშირია რეფინანსირების სესხებსა და ლარის კურსს შორის, ამას ქვემოთ მოყვანილი ცხრილიც გვიჩვენებს.“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com