ახალი ამბები
Home / Uncategorized / „გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს- გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას“-დღეს თბილისის მერმა ალუაშვილების ოჯახს ახალი ბინა გადასცა (video)

„გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს- გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას“-დღეს თბილისის მერმა ალუაშვილების ოჯახს ახალი ბინა გადასცა (video)

დღეს თბილისის მერმა ალუაშვილების ოჯახს ახალი ბინა გადასცა

https://www.facebook.com/286870275374350/videos/441984957188548

„ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო- მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო…. მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ.

ოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ , ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს. ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? – ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია.🙌მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს.

გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას.

გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის. ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი“-კახა კალაძე

ლუაშვილების ოჯახი დღეს პირველად შევიდა ბინაში, რომელიც კახა კალაძემ საჩუქრად გადასცა. ოთხოთახიანი ბინა ვარკეთილის რაიონში ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს

ბინაში ოჯახს კვების პროდუქტები, ყველანაირი საყოფაცხოვრებო ნივთი და ტექნიკა დახვდა. დედაქალაქის მერმა ალუაშვილებს პირადად მიულოცა ახალმოსახლეობა და ბინის გასაღები გადასცა.  ოჯახის წევრებმა ნაძვის ხე დღესვე კახა კალაძესთან ერთად მორთეს.

თბილისის მერმა სოციალური ქსელის მომხმარებელს, „ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით, ახალმოსახლეებთან ერთად დაათვალიერებინა საცხოვრებელი სახლი. 

„დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გაუხარდება. ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივრობთ ამ ოჯახს. გუშინ დასრულდა ბინის კეთილმოწყობა, ავეჯის შემოტანა, დასუფთავება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო შენობების დემონტაჟის  შემდეგ არცერთი ოჯახი არ დარჩენილა საცხოვრებელი სახლის გარეშე. ეს შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს მიტაცებულ მიწებზე აშენდა. ჩვენს მიდგომებზე ამ თემის მიმართ მეტს არ ვისაუბრებ. ახლა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი  არის ის, რომ აქ ვართ. მეც ძალიან მიხარია, ემოციებს ვერ ვმალავ. დარწმუნებული ვარ, მათაც გაუხარდებათ და კომფორტულად იგრძნობენ თავს ამ ახალ ბინაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.  

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ბიძინას გრეჩიხა გონია ბელადი. ამ ბიძინამ არაფერი არ იცის, ეს ხიხო მართლა. სადა ხართ საერთოდ, სადა ბანაობთ?!“-გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე „ბარიერში“-ბიძინას გრეჩიხა გონია ბელადი. ამ ბიძინამ არაფერი არ იცის, ეს ხიხო მართლა. სადა ...