ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, კაცი, რომელმაც საოცარი გმირობის მაგალითი გვიჩვენა

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, კაცი, რომელმაც საოცარი გმირობის მაგალითი გვიჩვენა

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, კაცის რომელმაც საოცარი გმირობის მაგალითი გვიჩვენა. არ გვაქვს უფლება მისი თავდადება უკვალოდ გაქრეს, მისთვის მისი ხსოვნისთვის.

გიორგი ანწუხელიძემ 23 წლის ასაკში გმირულად შესწირა თავი სამშობლოს. დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა… თავისი საქციელით მტერიც გააკვირვა; გააკვირვა და იმდენად გააბრაზა, რომ ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემაში ამოხადეს სული…

აქ მთავრდება ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე და იწყება სახალხო გმირის ისტორია. გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.

გიორგი ანწუხელიძესთან ერთად ძმათა სასაფლაოზე, ქართული დროშის ქვეშ, კიდევ 32 ჯარისკაცი განისვენებს. სიცოცხლის დასრულების თარიღი აქ ყველას ერთი აქვს – 2008 წლის აგვისტო. აქ ყველა გმირია, სამშობლოსთვის თავდადებული გმირი.

(გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველი კადრები სიუჟეტში გამოყენებულია ჯარისკაცის ოჯახის თანხმობით)

www.palitravideo.ge/yvela-video/akhali-ambebi/20202-giorgi-antsukhelidze-2008-tslis-omis-natsamebi-gmiris-istoria.html

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com