ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დღეს აპირებთ თქვენ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი და მე მაქვს ზეიმი, თქვენ – პანაშვიდი“-ნიკა მელია

„დღეს აპირებთ თქვენ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი და მე მაქვს ზეიმი, თქვენ – პანაშვიდი“-ნიკა მელია

 

 

 

 დეპუტატ  ნიკა მელიას  სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს, მას პატიმრობა ემუქრება, მელია კოლეგებს მიმარტავს და აცხადებს, რომ :

„არ ვაპირებდი განცხადების გაკეთებას და აქ ლაპარაკს სხდომათა დარბაზში, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი რომ ვთქვა შემდეგი – მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს კატეგორიულად ვთხოვე და მათ ეს თხოვნა გაითვალისწინეს, რომ დღეს ეს სურათი ყოფილიყო, რომელიც არის. დიახაც, დღეს მე აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი.

მე ვარ აქ დღეს ამაყი, მაგრამ, მგონი, თქვენ არ ხართ ამაყები. მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით, უხერხულ მორჩილებაში. მე ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თან სიამაყით და ვფიქრობ, თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

მე დღეს მგონია, რომ დიახაც, ვარ ისტორიის სხვა მხარეს და მჯერა, რომ თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. მე დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგან თვალი თვალს გაგისწოროთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს ხელშესახებად იგრძნობა აქ, ამ დარბაზში. დიახაც, მე დღეს აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი და დღეს აპირებთ თქვენ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი და მე მაქვს ზეიმი, თქვენ – პანაშვიდი. და დღეს განაჩენს თქვენ მე ვერ გამომიტანთ, ღილაკზე მიჭერით თქვენ უბრალოდ თქვენ ბედს განსაზღვრავთ და საკუთარ ცხოვრებას. ასე, რომ წარმატებები. ამის თქმასაც არ ვაპირებდი რომ არა ის ცილისწამება კოლეგების მიმართ“, – განაცხადა მელიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com