ახალი ამბები
Home / არჩევნები / დღეს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ავღანეთში, 26 ნოემბერს, არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისის სხდომაზე მიიღეს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური  კი, საქართველოს მასშტაბით 28 ნოემბერს გაიმართება.

 ავღანეთის დროით 07:00 საათზე, ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა – ბაგრამის საარჩევნო უბანი – „ბაგრამის საავიაციო ბაზაზე” და №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი – „ბაზა მარმალიზე”.ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დღეს ღებულობენ. 

 

„ერთ ბაზაზე რეგისტრირებულია 752 სამხედრო მოსამსახურე, მეორეზე – 144. სულ არის ორი საარჩევნო უბანი – ბაგრამის და მაზარი შარიფის.ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე 08:00 საათიდან ჯარისკაცებს საშუალება აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ბაზაზე როცა ყველა ჯარისკაცი დააფიქსირებს არჩევანს, და ასევე გადასატანი ყუთის ამომრჩევლებიც მიიღებენ მონაწილეობას, პროცესი დასრულდება, თუმცა, ეს პროცესი უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა ავღანეთის დროით. ამის შემდეგ, დალუქულ დოკუმენტაციას ჩამოიტანენ კომისიის წევრები და 28 ნოემბერს დაითვლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

რაც შეეხება კომისიის წევრებს, ორივე უბანზე 11-11 კომისიის წევრია. ერთ უბანზე პარტიამ, ხოლო მეორე უბანზე ოლქმა არ დანიშნა კომისიის წევრი. გარდა ამისა, ამ უბნებზე არ არიან დამკვირვებლები და პარტიის წარმომადგენლები“,-აცხადებს  ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე.

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com