ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /  დღეს, აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს

 დღეს, აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს

 დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო მოსმენა გაიმართება. 

Architect : Richard Rogers Partnership

დღევანდელი სხდომის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით სათათბიროდ გავა. გადაწყვეტილების გამოცხადებას კი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება.

სტრაბურგში იმყოფება საქართველოს დელეგაცია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.

რუსეთს   საქართელო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს ედავება. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა დაარღვია ევროკონვენციის მუხლები სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის საქმე არის მეორე სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა. პირველი 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დაპატიმრების, დაკავებისა და რუსეთიდან კოლექტიური გაძევების ფაქტებს ეხებოდა, რაც სტრასბურგის სასამართლომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევად მიიჩნია და რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

 აგვისტოს ომოს საქმეზე 2016 წლის 6 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდში საქმეზე 33 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის, 16 საქართველოს მთავრობის მიერ იყო გამოძახებული, 11 – რუსეთის, ხოლო 6 თვითონ სტრასბურგის სასამართლოს მიერ. 

 მოგეხსენებათ საქართველომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, თუმცა, საბოლოოდ ის დასაშვებად ცნეს 2011 წლის 13 დეკემბერს, ხოლო 2012 წლის 3 აპრილს საქმე განსახილველად დიდ პალატას დაეწერა.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია“ -ნინო ბურჯანაძე

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ ...