ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დღემდე ოკუპანტი რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძვის“-გიორგი  თევზაძე

„დღემდე ოკუპანტი რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძვის“-გიორგი  თევზაძე

 

 

დღემდე ოკუპანტი რუსეთი საქართველოს  დამოუკიდებლობას  ებრძვის.

თერთმეტი წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის სამაჩაბლოს ოკუპაციიდან რაზეც უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ საკუთარ ფეისბუქზე კომენტარი დაწერა , რომელიც აღნიშნავს, რომ „ რუსეთი ოკუპანტია რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივობას ებრძვის 1990 წლიდან დღემდე, რუსეთმა 1993 წელს საქართველოში აფხაზეთში დაიწყო საბრძოლო მოიქმედებები და მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია სადაც დასვა მისი მარიონეტული “ხელისუფლება”, ასევე ოკუპანტმა რუსეთმა 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში სამაჩაბლოს მხრიდან და მოახდინა სამაჩაბლოს ოკუპაცია სადაც ასევე დასვა მისი ყურმოჭრილი მარიონეტული ” ხელისუფლება” ხოლო ზოგიერთი ქართველი „პოლიტიკოსი თუ ექსპერტი „ რატომღაც სამაჩაბლოს “სამხრეთ ოსეთად” მოიხსენიებს არადა საქართველოს ეს მშვენიერი სამაჩაბლოს რეგიონი არასოდეს ყოფილა “სამხრეთ ოსეთი” ისტორიული წყაროებს მაინც გაეცნონ ის ზოგიერთი “ექსპერტები თუ პოლიტიკოსები” ხოლო ისინი ვინც საქართველოს ადანაშაულებს 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის დაწყებაში მინდა დავიჯერო, რომ მას ალბათ რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების შეფასება უჭირს“-აცხადებს უფლებადამცველი გიორგი  თევზაძე.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე ადამიანს თავს ყვავი დაესხა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე ადამიანს თავს. ყვავი დაესხა.ამის შესახებ AMBEBI.GE-ის თვითმხილველმა განუცხადა. მათივე ინფორმაციით, ფრინველის თავდასხმის ...