ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დღეიდან „ქართული ოცნების“ ცრუ დამპირებლებს ქოსატყუილებს ვუწოდებ“-რომან გოცირიძე

„დღეიდან „ქართული ოცნების“ ცრუ დამპირებლებს ქოსატყუილებს ვუწოდებ“-რომან გოცირიძე

 

პარლამენტარ რომან გოცირიძის პოსტი:

„ფეიკებიო და მსგავს რაღაცებს რომ ვიძახით, რატომ დაგვავიწყდა ქართული ზღაპრის პერსონაჟები და მშვენიერი ქართული სიტყვა-ქოსატყუილა? დღეიდან ქართული ოცნების ცრუ დამპირებლებს ქოსატყუილებს ვუწოდებ: ეკონომიკის ქოსატყუილა, ქალაქის ქოსატყუილა, პარლამენტის ქოსატყუილა, მათი მოადგილე ქოსატყუილები და ა. შ. რა თქმა უნდა, შუშის სასახლის მთავარი ქოსატყუილა. 
კანონპროექტიც შეიძლება წარვადგინო: ”საქართველოს კანონი მეტის-მეტი მატყუარობის ანუ ქოსატყუილობის შესახებ”. თანაც დროულია-არჩევნების სეზონი გვიდგას უკვე. 
”საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება თურქმენეთის ბამბეულის კომბინატთან, მფრინავი ხალიჩების წარმოების შესახებ. პირველი ხალიჩა გამოვა 2020 წლის არჩევნების შემდეგ. ხალიჩის გადაადგილების სიჩქარე საათში 41 კილომეტრი იქნება და ბათუმამდე გზას ათ საათში დაფარავს”, განაცხადა ქ.ოცნების პარტიის თავმჯდომარემ დღეს, ზუგდიდის მერობის კანდიდატის წარდგენისას. ინფორმაციას ქოსაპრესი ავრცელებს“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის მტერია”-კახა კალაძე

   თბილისის მერი კახა კალაძე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს: „კამპანია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com