ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დონალდ ტრამპის განცხადებით, ტრანსგენდერები აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში აღარ იმსახურებენ

დონალდ ტრამპის განცხადებით, ტრანსგენდერები აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში აღარ იმსახურებენ

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული გადაწყვეტილება გენერლებთან და სამხედრო ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

“ჩვენმა არმიამ უნდა იფიქროს გადამწყვეტ გამარჯვებაზე და არ დაკავდეს უზარმაზარი სამედიცინო ხარჯებითა და ხარვეზებით, რაც ტრანსგენდერ ჯარისკაცებს უკავშირდება” – ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა. 

ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე აკრძალვა 2016 წელს ხანგრძლივი დებატების შემდეგ გაუქმდა. 

2010 წელს კი აშშ-ის კონგრესმა “არ იკითხო, არ თქვა” – წესი მოხსნა, რომლის მიხედვითაც, სამხედროებს უნდა დაემალათ თავიანთი ორიენტაცია, თუ სექსუალურ უმცირესობებს მიეკუთვნებოდნენ. რეფორმა არ შეეხო ადამიანებს, რომლებმაც სქესი შეიცვალეს, – არსებული წესებით, მათ ეს ხმამაღლა არ უნდა აღიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

წყარო: „ნიუსი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com