ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დოკუმენტი არ არსებობს, ყადაღამ, რაზეც გვარამია საუბრობს, კომპანიას რაიმე ზიანი მოუტანა “-პაატა სალია

„დოკუმენტი არ არსებობს, ყადაღამ, რაზეც გვარამია საუბრობს, კომპანიას რაიმე ზიანი მოუტანა “-პაატა სალია

 

 

„ყადაღაზე საუბარი უნდა დასრულდეს. ამდენი წლის განმავლობაში დოკუმენტი, ფურცელი არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა, რომ ყადაღამ, რაზედაც გვარამია საუბრობს, რაიმე ზიანი მოუტანა კომპანიას. ერთადაერთი, რაც ყადაღის გაუქმების საფუძველი იყო, ეს ეხება ოვერდრაფტებს, ვინაიდან კომპანიას სჭირდებოდა მოკლევადიანი სესხები, რადგან იმ პერიოდში ნაკლები შემოსავალი ჰქონდა და საჭირო იყო, იგივე ხელფასების დაფარვა და შემდგომ ეს სესხი უნდა დაბრუნებულიყო. 2015 წელს არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება საჯარო სივრცეში თუ სასამართლოში, რომ ყადაღა მოგვეხსნა იმ ნაწილში, რასაც მოითხოვდნენ, თუმცა მომართვა არ ყოფილა. ამიტომ, ამით სპეკულირება სხვა არაფერია, თუ არა პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა“- განაცხაა რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ .

სალიას თქმით, 2015 წელს, როდესაც კომპანიის ქონების ნაწილს ყადაღა დაედო, ქიბარ ხალვაშის მხარემ საჯარო სივრცესა და სასამართლოში არაერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ ისინი მზად იყვნენ, რომელიმე კონკრეტულ ნაწილში მოეხსნათ ყადაღა, რომელსაც თავად კომპანიის იმჟამინდელი ხელმძღვანელობა დაასახელებდა. თუმცა, სალიას განცხადებით, მსგავსი მიმართვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com