ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დიდუბის, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში 1126 ავარიული კორპუსია“-ავარიული კორპუსების რაოდენობის შესახებ თბილისის მერია სრულყოფილ სტატისტიკას არ ფლობს 

„დიდუბის, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში 1126 ავარიული კორპუსია“-ავარიული კორპუსების რაოდენობის შესახებ თბილისის მერია სრულყოფილ სტატისტიკას არ ფლობს 

მთაწმინდის რაიონის გამგეობაში დაცული მასალების მიხედვით, მთაწმინდის რაიონში 467 ავარიული კორპუსია აღრიცხული, აქედან 9 მწვავედ ავარიულია, ხოლო 16 კორპუსის მდგრადობის შეფასება „ფორსმაჟორია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კორპუსების საცხოვრებლად გამოყენება შეუძლებელია.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სამოქმედო ტერიტორიაზე აღრიცხულია 400-მდე ავარიული სახლი. ამასთან, დღეის მდგომარეობით, გლდანის რაიონში 20, ხოლო დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე 239 ავარიული კორპუსი ფიქსირდება. დაუმთავრებელი შენობების მონიტორინგი. მოქალაქეთა მომართვის შემდეგ იწყება შენობა-ნაგებობის შემოწმება, პარალელურად ერთვება მუნიციპალური ლაბორატორია, დგინდება ავარიულობის ხარისხი და მდგომარეობიდან გამომდინარე იგეგმება შესაბამისი ღონისძიება. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება შენობის ავარიულობა, 4 სართულამდე სახლების გამაგრებით სამუშაოებს ატარებენ გამგეობები, ხოლო უფრო მაღალსართულიან შენობებზე პასუხისმგებელი ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურია,იმ შემთხვევაში, თუ შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება, მოსახლეობა ქირით გაყავთ, სანამ ინვესტორი არ გამოჩნდება“ – განმარტავენ მერიაში.

მთაწმინდის, დიდუბის, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში 1126 ავარიული კორპუსია აღრიცხული,ავარიული კორპუსების რაოდენობის შესახებ თბილისის მერია სრულყოფილ სტატისტიკას არ ფლობს. 
წყარო:„ინტეპრესნიუსი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com