ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დიდი მაესტრო გარდაიცვალა…..-„ყვითელი ფოთლების“ დროს წავიდა…🍂🍁 „იცის კი ვინმემ, რა ფერის შეიძლება იყოს სევდა?

დიდი მაესტრო გარდაიცვალა…..-„ყვითელი ფოთლების“ დროს წავიდა…🍂🍁 „იცის კი ვინმემ, რა ფერის შეიძლება იყოს სევდა?

დიდი მაესტრო გარდაიცვალა…..😢
84 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი. საქართველოს სახალხო არტისტი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქმნიდა ეპოქალურ კინო და თეატრის მუსიკას და იყო საქართველოს სავიზიტო ბარათად ქცეული სიმღერებისა და კომპოზიციების ავტორი.
რამდენიმე თვის წინ გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა. ის იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, გია ყანჩელი საუკეთესოდ არის მიჩნეული.
„ყვითელი ფოთლების“ დროს წავიდა…🍂🍁

„იცის კი ვინმემ, რა ფერის შეიძლება იყოს სევდა?

..სამწუხაროდ, არც მე ვიცი, მაგრამ ამავე დროს, მოვლენები ჩვენს ირგვლივ შეფერილია განსაკუთრებული ფერებით…ჩვენ ხომ ყველას ჩვენი „სევდის ფერების ქვეყანა“ გვაქვს. … ისე, „სიხარულის ფერების ქვეყანა“ არსებობს კი სადმე?
არ ვიცი…

..ერთადერთი რაც უფლებას მაძლევს ჩავთვალო, რომ ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია არის ის სამარისებული სიჩუმე, რომელიც იწყება ჩემი ნაწარმოების დასრულების შემდეგ..“

🍂🍁 გია ყანჩელი

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com