ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დიახ, ჩვენი ფეხი დაგვიცდა”-“ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა“…-მამუკა ბახტაძე

„დიახ, ჩვენი ფეხი დაგვიცდა”-“ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა“…-მამუკა ბახტაძე

 პრემიერმა  მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე თავისი სიტყვის დიდი ნაწილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  კრიტიკას დაუთმო. ბახტაძის შეფასებით, ენმ 7 წელია ცდილობს რევანშს.

“ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, ჩვენი ფეხი დაგვიცდა”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვამ საზოგადოებაში გულწრფელი ემოციები და პროტესტი გამოიწვია, რისი სოლიდარულიც “თითოეული ჩვენთაგანი არის”.

“იმავე დღეს მივეცით მკაცრი რეაქცია და ეს ასამბლეა იქნა შეწყვეტილი და ყველა დელეგაციამ დატოვა თბილისი.

საღამოსაც გულწრფელი პროტესტი ვიხილით, მაგრამ ამავე დროს ჩაერთო დესტრუქციული ძალა [ენმ] და ყველამ დაინახა, რომ გულწრფელი პროტესტის თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოყენებას შეეცადა. რამდენიმე საათი მიდიოდა ძალდობა ჩვნს პოლიციელებზე. ამ აგრესიულ ძალას, რომ შტურმი ბოლომდე მიეყვანა, არავინ იცის რით დამთავრდებოდა. მშვიდობას და კონსტიტუციას დაემუქრა საფრთხე. ეს ყველაფერი უმძიმესი ქაოსით დასრულდბეოდა. პოლიციის ვალდებულებაა მშვიდობის და კონსტიტუციის დაცვა”, – თქვა ბახტაძემ.

მი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ  დადგა ის კრიტიკული მომენტი როცა, პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ აკავებდა აგრესიას და პოლიციას ერთადერთი საშუალება დარჩა, რომ ლეგიტუმური ძალა გამოეყენებინა.

“ვიხილეთ მძიმე სურათი დაზარალდნენ პოლიციელები და მოქალაქეები”.

“ის რაც მოხდა, არ იყო შს სამინისტროს და მინისტრის არჩევანი. ეს მათი მოვალეობაა, რომ წესრიგი და დემოკრატიული ინსტიტუტები დაიცვან.

შედეგი მძიმეა, რადგან ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ, ხოლო ადამიანის ჯანმრთელობაზე მაღლა არაფერია.

პასუხიმსგებლობა შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ გამოყეენბეინათ მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს სამართლამდაცველებზე.

ცალკეულ შემთხვვებში ცალკეული ადმაიანების [პოლიციელების] მრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებეის ფაქტებს

ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება.დაწყებულია გამოძიება პროკურატურაში, ხოლო შსს-ს გენინსპექციაში მოწვეულია ომბუდმსენი, რასაც მე მივესალმები”, – განაცხადა ბახტაძემ.

“რაც შეეხება მოთხოვნას, რომ გადადგეს გიორგი გახარია: პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროცესზე უნდა აიღოს დესტრუქციულმა ძალამ, რომლემაც მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გამოიყენა თავის იარაღად”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოქრუაშვილი ხალვაშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღებას მოითხოვს-ოქრუაშვილმა ხალვაშს ტელეკომპანიის შესაძენად 7.7 მილიონი დოლარი ასესხა

    „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი მფლობელიაგან  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვაშის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com