ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ სამსახურში მისვლის ნება არ დართო

დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ სამსახურში მისვლის ნება არ დართო

 

 

დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლისა და უფლებამოვალეობის შესრულების ნება პროკურატურამ არ დართო.„ ილია ჯიშკარიანს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გარკვეული ვალდებულებები, ელექტრონული ხელმოწერები აქვს განსახორციელებელი და ოფისში უნდა მივიდეს. ჩვენ თავი წინასწარ დავიზღვიეთ, რომ სასამართლოს შეზღუდვა არ დაგვერღვია და წინასწარ მოვითხოვეთ, ილია ჯიშკარიანისთვის ნება დაერთოთ, რომ სამსახურში საქმიან ფარგლებში, თავისი უფლებამოვალეობიდან გამომდინარე განეხორციელებინა კომუნიკაცია, რაზეც პროკურატურისგან უარი მივიღეთ. ჯერჯერობით, ამის საშუალება პროკურატურის მხრიდან არ მოგვეცა. ამით არა მხოლოდ ილია ჯიშკარიანი, არამედ მოქალაქეები ზარალდებიან“-ამის შესახებ ბრალდებული ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს „კორონავირუსის“ გავრცელებას უნდა ვებრძოლოდ“-გიორგი თევზაძე

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com