ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გაუპატიურების მცდელობისა და სექსუალური ძალადობის გამო დააკავეს:„ამ ძიძგილაობაში დამაგდო ძირს და მცემა, ხელითაც შემეხო და ფეხითაც“….თამთა თოდაძე

დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გაუპატიურების მცდელობისა და სექსუალური ძალადობის გამო დააკავეს:„ამ ძიძგილაობაში დამაგდო ძირს და მცემა, ხელითაც შემეხო და ფეხითაც“….თამთა თოდაძე

 

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრის, ილია ჯიშკარიანის აწ უკვე ყოფილმა თანაშემწემ, თამთა თოდაძემ მთავარ არხზე გადაცემა ღამის მთავარში სტუმრობისას მომხდარის დეტალებზე ისაუბრა. თოდაძე საკრებულოს დეპუტატს გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

შემთხვევა გასულ ორშაბათს, სამუშაო საათებში მოხდა.

 “ჯიშკარიანი ოფისში დაახლოებით 12 ის ნახევრისთვის ნაბახუსევ მდგომარეობაში მოვიდა, მაგ დროისთვის ოფისში მარტო ვიყავი, ორშაბათი დღე იყო. მალევე თქვა, რომ ნაბახუსევზე ვარ, ძალიან ცუდად ვარო და სასმელის საყიდლად აპირებდა გასვლას, ამ დროს მკითხა კამპანიისთვის ერთ ჭიქას ხომ  მივუჭახუნებდი, ამის შემდეგ მოვიდა მისი ბიძაშვილის შვილი, ისიც ჩვენი თანამშრომელი, მამუკა გოგსაძე და ასევე მისი ბავშვობის მეგობარი ტოგო კარიაული. ყველა სვამდა მათ შორის მეც და ეს ჩვენებაშიც მაქვს მითითებული. “

თოდაძის თქმით, შემთხვევა დაახლოებით დღის ოთხ საათზე მაშინ მოხდა, როცა ოფისში სხვა პირები არ იმყოფებოდნენ. 

“კარიაული და ფეიქრიშვილი რომ წავიდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ მეუბნებოდა მოდი ჩაგეხუტო და მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო მეგობრული ჩახუტება. ვცდილობდი დამეღწია თავი – ვეუბნებოდი, ბატონო ილია, რას შვებით გამიშვით ხელი, რაზეც მისი პასუხი იყო, რატომ არ გსიამოვნებს? ამ დროს დავინახე მობილური ტელეფონი, და მოვატყუე რომ ვიღებდი ამ ყველაფერს. ეს რომ გაიგო ცდილობდა ტელეფონი წაერთვა. როგორც ჩანს, დაიჯერა რომ მართლა ვიღებდი. ამის შემდეგ მე გამეშვა და უშუალოდ ტელეფონზე გადაერთო, ამ ძიძგილაობაში დამაგდო ძირს და მცემა, ხელითაც შემეხო და ფეხითაც, ამის შემდეგ რამდენჯერმე დააგდო ტელეფონი. შემდეგ მეუბნებოდა, აბა სად არის შენი მტკიცებულებები? სად არის შენი ტელეფონი?”

თოდაძის თქმით, მას შემდეგ რაც ჯიშკარიანი ტელეფონზე გადაერთო, მან მოახერხა ოფისის შესასვლელ კარამდე მისვლა და ოფისიდან გამოსვლა.

“სახლში შევედი, ამ დროს ვიყავი აფექტის მდგომარეობაში, საკუთარი ხელით დავრეკე პოლიციაში იმდენად შოკში ვიყავი პოლიციამ გამოიძახა სასწრაფო. გამომძიებელმა გადამიღო ფოტოებიც, ამის შემდეგ დამალევინეს დამამშვიდებელი და ვეხვეწებოდი პოლიციას ჩადით და დააპატიმრეთ მეთქი, მაგრამ არავინ არ გაინძრა და მითხრეს, რომ მანქანა გავაგზავნეთო. მგონია, რომ მომატყუეს, რადგანაც ღამის სამ საათზე როცა ოფისში მივედით, ყველაფერი დალაგებული დაგვხვდა. თვითონ ამბავი მოხდა დაახლოებით დღის ოთხ საათზე. პატრული გამოვიძახე 16 საათსა და 44 წუთზე, თუ არ ვცდები.”

 პროკურატურაში დაიკითხა დაზარალებული თამთა თოდაძე, რომელმაც  გაუთქმელობის  აქტს და მოითხოვს ილია ჯიშკარიანის პატიმრობას და ასევე დეპუტატის მანდადის შეწყვეტას.თამთა თოდაძე აცხადებს, რომ  სიმართლის დამტკიცება არ გაუჭირდება.

თავის მხრივ ილია ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს, მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა.

 

„ბრალს არ ვაღიარებ,  სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი- საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო“-აცხადებს ისნის რაიონის საკრებულოს დეპუი  ილია ჯიშკარიანი. 

მარიამ მაისურაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com