ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დენის ტარიფის გაზრდა გარდაუვალია“-დავით ნარმანია

„დენის ტარიფის გაზრდა გარდაუვალია“-დავით ნარმანია

რჩევნები ჩატარდა და ახლა ნელ-ნელა დენის გაძვირებას იწყებენ, ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ უკვე გვაუწყა.

„სემეკი დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რამდენით მოიმატებს ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფი. 28 დეკემბერს განცხადება გაავრცელა “ენერგო პრო ჯორჯიამ” – კომპანიამ, რომელიც თბილისის გარდა, დანარჩენ საქართველოს აწვდის ელექტროენერგიას. კომპანიის დირექტორის თქმით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, დენის ტარიფის გაზრდა გარდაუვალია.

„თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია, უბრალოდ, ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი, ამით კი, პირველ რიგში, აბონენტის ინტერესები დაზიანდება“, – აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი, მიხეილ ბოცვაძე.

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გუშინ თქვა, რომ ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით კომისია ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„გათვალისწინებული იქნება მხოლოდ აუცილებელი ხარჯები, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ უწყვეტი ენერგია“, – თქვა ნარმანიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„არ სცდილობდა ვინმეს დახმარება მიეღო- სიღრმეში მიდიოდა“

სოფელ ნამოხვანთან, რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „პუბლიკასთან” ...