ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დეკანოზ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

დეკანოზ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

დეკანოზ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, 3-5 წუთზე მეტ ხანს გაჩერების უფლებას არ გვაძლევენ. ამასთან, კლინიკის ხელმძღვანელობასა და უშუალოდ მის ზედამხედველ ექიმს მოვთხოვეთ, თუ რატომ არ ხდება სწორი ინფორმაციის მიწოდება ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენი მიზანიც სწორი ინფორმაცის მიწოდებაა, (რისთვისაც გუშინ მადლობას ვუხდიდი კლინიკის ხელმძღვანელობას), მაგრამ როცა ეს პოზიციები მოისმინეს, იქცეოდნენ აგრესიულად, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ სურთ გამჟღავნონ ის რეალური ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი. მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ დეკანოზის დღევანდელი მდგომარეობა მისი დამძიმებისკენაა მიმართული. ამის თაობაზე მაქსიმალურად ხდება კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან ინფორმაციის დამალვა. რიგ შემთხვევებში ძალიან აგრესიულად იქცევიან. იმედს ვიტოვებ, რომ მათი ქმედება აგრესიიდან პირიქით, დეკანოზის მკურნალობისკენ იქნება მიმართული. როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ბევრად უფრო მძიმეა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვთხოვეთ პასუხი, თუ რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მისი ზედამხედველი ექიმი და მასთან მყოფი პირები, რომლებიც უშულოდ მკურნალობენ მას, არიან აგრესიულები. ასევე აგრესია გამოიხატება იმაში, რომ ისინი გადმოდიან ჩხუბზე, კამთსა და თავხედობაზე“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში-რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ

  „დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com