ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა გაარკვიოს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა გაარკვიოს

“ხუთი დღეა, ჩემი ძმის ნამდვილ დიაგნოზს არ მეუბნებიან, ამიტომ შესაძლოა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მოვიწვიო“, – განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.
მან საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი ძმის მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით მძიმეა.

„მე და ჩემმა ძმამ ვისაუბრეთ პირველ რიგში მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდის. გუშინ ნორმალურად იყო, დღეს კი ძალიან სუსტადაა. არც მან იცის, რა დიაგნოზი აქვს, ვერც მე მივიღე პასუხი. უკვე 5 დღეა, იკვლევენ და ვერ გამოიკვლიეს.”-განაცხადა მსჯავრდებული დეკანოზის ძმამ.

როგორც თორნიკე მამალაძე აღნიშნავს მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სიმართლეს სპეციალურად არ ამბობენ.
“დღეს ოჯახთან კონსულტაციას გავივლი და სავარაუდოდ, ექსპერტის ჩართვა ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა მამალაძემ.

შეგახსენებთ,დეკანოზი გიორგი მამალაძე მეხუთე დღეა ღუდუშაურის კლინიკიაშია გადაყვანილი.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com