„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო,– ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში. ჩემი სოფლის ტყის პირებში, ყოველ გაზაფხულზედ ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე. მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში. იის სიყვარული დედამ შთამაგონა, იასავით სპეტაკი ადამიანი იყო…“
გიორგი ლეონიძე