ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დედა დარჩა, მის სარჩენად თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა და პირველი ხელფასის აღებამდე ლიფტის შახტაში მოკვდა“

„დედა დარჩა, მის სარჩენად თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა და პირველი ხელფასის აღებამდე ლიფტის შახტაში მოკვდა“

16 წლის ბიჭს ძმა დაეღუპა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო. ერთადერთი დედა დარჩა. მის სარჩენად თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა და პირველი ხელფასის აღებამდე ლიფტის შახტაში მოკვდა. უპასუხისმგებლო ადამიანების გამო, უპატრონობის გამო – მშენებლობას რომ არავინ ამოწმებს, დაუსჯელობის გამო, წინა კვირას რომ ორი კაცი მოკვდა და ისინიც ყველას ეკიდა, როგორც ამას დაიკიდებენ, მაგის გამო. მეთერთმეტე კლასელი ბავშვი მოკვდა მშენებლობაზე, იქ, სადაც ბანერი ჰქონდათ გაკრული – ბავშვები მოარიდეთ ტერიტორიას, საშიშიაო – იქ მოკვდა!
მეთერთმეტეკლასელი ბიჭი, მისი ტოლები ზაფხულის არდადეგების გასატარებლად რომ წავიდნენ, ეს მშენებლობაზე მოკვდა.
სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ.
ნეტავ ოდესმე თუ გვექნება სახელმწიფო? ეს გაუგებრობა და არქიფო სეთურის გათანამდროვებული კომპაქტური ჩასახლება კი არა, სახელმწიფო, სადაც ბავშვის მძიმე შრომა და დაღუპვა ქვეყნის ტრაგედია იქნება?

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com