ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დედა გყავს საერთოდ??დედაჩემი ისე ცუდად იყო ვეღარც ლაპარაკობდა- პატრული ეძახდა მალე გაიარეთო“-მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიაზე

„დედა გყავს საერთოდ??დედაჩემი ისე ცუდად იყო ვეღარც ლაპარაკობდა- პატრული ეძახდა მალე გაიარეთო“-მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიაზე

„დედაჩემი, როდესაც კიევიდან თბილისში დაბრუნდა, მოხდა ისე, რომ მას წნევა ჰქონდა მაღალი. აეროპორტში, როდესაც გამოვიდა, იყო ძალიან ცუდად, თქვა, რომ ძალიან ცუდად იყო, მაგრამ ამ დროს უთხრეს რომ მალე გაიარეთო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კარანტინში იმყოფება. – ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვით ავრცელებს. ყოფილი პრეზიდენტის დედა რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან დაბრუნდა. სააკაშვილის ინფორმაციით, კარანტინში გადაყვანამდე გიული ალასანიას თბილისის აეროპორტში ინციდენტი შეემთხვა.

დედაჩემი ისე ცუდად იყო ვეღარც ლაპარაკობდა, მე ვთხოვე პატრულის თანამშრომელზე მიეცა ყურმილი და მე დავლაპარაკებოდი, მაგრამ მან თქვა, რომ არ ჰქონდა უფლება ვინმეს დალაპარაკებოდა.

ვიცი იმ თანამშრომლის სახელი და გვარი და მინდა მივმართო: დედა გყავს საერთოდ?

შემდეგ დედაჩემს სასწრაფო დასჭირდა და 1 საათის განმავლობაში სასწრაფო არ მოსულა. ვეღარ წაიყვანეს კახეთში. ახლა ის თბილისში კარანტინში იმყოფება“.ე: http://resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=95400

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ვინ ააგორა ცილისმწამებლური სკანდალი მეუფე გიორგი ჯამდელიანის წინააღმდეგ?- „გამოვათრევთ ბოკერიას და ვაგებინებთ საჯაროდ პასუხს“(ვიდეო)

Posted by Sandro Breg on ორშაბათი, 25 მაისი, 2020 „არასამთავროები ცდილობენ მეუფე გიორგი ჯანდელიანის წინააღმდეგ ...