ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დედა გზაში იმყოფებოდა, ისე შეატყობინეს რომ ბავშვი გარდაიცვალა… სრულიად გაურკვევლად, 1 საათის განმავლობაში.. “

„დედა გზაში იმყოფებოდა, ისე შეატყობინეს რომ ბავშვი გარდაიცვალა… სრულიად გაურკვევლად, 1 საათის განმავლობაში.. “

 

 

„გარდაიცვალა 6 წლის ემიგრანტის შვილიშვილი ჟანა გოგია… ბატონო შოთო მე ვარ გამწარებული ბებია თეთრიკო გოგია ძალიან გთხოვ შენ და ემიგრანტების არხს რომ დამეხმაროთ 26 მაისს 6 წლის გახდა ჩემი შვილიშვილი მოგიყვებით ზუსტად რაც მოხდა: 27 მაისს ბავშვს მისცა ტემპერატურა დედამ ბავშვი გადაიყვანა თბილისის ერთერთ კლინიკაში, (ბებიამ კი გვითხრა მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ კლინიკის სახელის გაჟღერებისგან გასაგები მიზეზებისდაგამო) სადაც გაუკეთეს ნემსი და ექიმა დედას უთხრა რომ ბავშვი კარგად იყო და საგანგაშოც არაფერიაო, და გაუგზავნიათ ბავშვის ნივთების მოსატანად სახლში, დედა გზაში იმყოფებოდა ისე შეატყობინეს რომ ბავშვი გარდაიცვალა, სრულიად გაურკვევლად 1 საათის შიგნით ბავშვი გარდაიცვალა…. არც ექსპერტიზა არც სიკვდილის მიზეზი ისე გამოატანეს ბავშვი… 10 დღეში ჩამოვდივარ საქართველოში და ბავშვის სიკვდილის მიზეზის დადგენა მინდა.
რატო არ ჩაუტარდა ექსპერტიზა და 1 საათში რა მოუვიდა ბავშვს. (ოჯახმა ბავშვი კვირას დაკრძალა)
ყველას გთხოვთ დამეხმაროთ ჟურნალისტებს ტელევიზიებს და მიიტანოთ გულთან ჩემი შვილიშვილის ტრაგედია. განსაკუთრებით ვთხოვ ემიგრანტების იმედს ბ.ნ. შოთო სიხარულიძეს არ დამტოვოს უყურადღებოდ და უპასუხოდ. თეთრიკო გოგია ხობიდან რომელიც ახლა ვიმყოფები ემიგრაციაში 05.06.2019.
“შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი”

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აღკეთეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (ვიდეო)

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com