ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დედაქალაქში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსიტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო გაჩერებულია

დედაქალაქში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსიტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო გაჩერებულია

დედაქალაქში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის 300-მდე ერთეული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო გაჩერებულია. როგორც დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსია გაჩერებული.

თავის დროზე, 200-მდე ავტობუსმა ხაზზე მოძრაობა შეყვიტა. ეს იყო 12-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც მოძველებული იყო ექსპლუატაციის კუთხით. ამის გამო ხაზები დაიჩეხა და რეალურად მიკროავტობუსებმა გადაინაწილეს ეს ხაზები. 35-მდე ხაზი აღსადგენია და ჩვენ ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს. გვაქვს უბნები, სადაც მომსახურება მოსახლეობას არ მიეწოდება და ამ ხაზების აღდგენას დავიწყებთ. რაც შეეხება ტექდათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალებამ თუ ვერ გაიარა ტექდათვალიერება, ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი, ის ვერ იმოძრავებს ქალაქში. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელსაც ფეხი უნდა აუწყონ, თუ ამ სისტემას ფეხს ვერ აუწყობენ, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. მიკროავტობუსების ნაწილში ვიცი, რომ 200-მდე ერთეული გაჩერებული ჰყავთ, რადგან ტესტირება ვერ გაიარა. ავტობუსების ნაწილში 100-მდე ერთეულია გაჩერებული. მიმდინარეობს მათი ტექნიკური შემოწმება, რომ ეს ტესტირება გაიარონ. რაც შეეხება დაკვამლიანებას, ეს შესაძლოა, ბევრი მიზეზის გამო მოხდეს, ტექნიკასთან გვაქვს საქმე. შესაძლოა მუშაობის პროცესში გამოვიდეს ავტომობილი წყობიდან”,– განაცხადა მუმლაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ნარკომომხმარებელი მიშველეთო ყვიროდა-გამოიძახეს სასწრაფო… სასწრაფოს არ აქვს ძლიერი დამამშვიდებელი…დედა ფსიქიატრიულში გადაყვანას სთხოვდა და აქაც, პრობლემაა“

ეკა სილაგაძე : „ვინც ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარება პიროვნების პირადი საქმეა და მისი სხეული მის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com