ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით 9 ივლისიდან ამოქმედდა

დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით 9 ივლისიდან ამოქმედდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით 9 ივლისიდან აამოქმედა.გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომლებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ავტომატურ რეჟიმში მოახდენს რეაგირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად მოახდინა ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება, სადაც მძღოლების მიერ ყველაზე ხშირია დადგენილი სიჩქარის ნორმის გადაჭარბების შემთხვევები. აღნიშნულ ადგილებზე სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური რადარები დაამონტაჟა.

ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით ავტოსატრანსპორტო საშუალების

იჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონში. წლის ბოლომდე იგეგმება გადატვირთულ საავტომობილო გზებზე 1000-მდე ჭკვიანი ვიდეოკამერის რეგიონული მასშტაბით ამოქმედება” – ნათქვამია  შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ფოტო-ვიდეოკონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.

ახალი ჭკვიანი ვიდეოკამერების განლაგება თბილისში:

 1. წერეთლის გამზირი – სტანისლავსკის ქ.-ს კვეთა (დინამოს მიმართულებით)
2. წერეთლის გამზირი – სტანისლავსკის ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)
3. წერეთლის გამზ – ვ. ბაგრატიონის ქ. (დინამოს მიმართულებით)
4. წერეთლის გამზ-ვ. ბაგრატიონი ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)
5. ი.ჭავჭავაძის გამზირი – ბერძენიშვილის ქ.
6. ლეხ კაჩინსკის ქ.-აწყურის ქ.
7. დადიანის ქ. – კოხრეიძის ქ.
8. დადიანის ქ. -ზაზიაშვილი ქ.
9. გობრონიძის ქ.-დუმბაძის ქ.
10. გობრონიძის ქ.-ნონეშვილის ქ.
11. რომელაშვილის ქ. -ისაკიანის ქ.
12. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია – კინო საქართველოს მიმართულებით)
13. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია 2) მეტრო სარაჯიშვილის მიმართულებით
14. მარცხენა სანაპირო – ქორწინების სახლთან
15. თამარაშვილის ქუჩა – უნივერსიტეტის ქუჩის კვეთა
16. ვაჟა-ფშაველას გამზირი

ახალი სიჩქარის მზომი სექციური რადარები განთავსებულია:

 1. თბილისი, აღმაშენებლის ხე

ივანი (ქალაქიდან გასასვლელში)

2. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი (ქალაქში შემოსასვლელში)
3. ჯ. ბალანჩინის ქ. (გლდანის მიმართულებით)
4. ჯ.ბალანჩინის ქ. (გლდანიდან აშშ-ს საელჩოს მიმართულებით)
5. ქ.თბილისი – ქ. რუსთავის გზატკეცილი ( ფონიჭალიდან გასასვლელში)
6. ქ.თბილისი – ქ.რუსთავის გზატკეცილი (ფონიჭალაში შემოსასვლელში)

ახალი წერტილოვანი რადარები განთავსებულია:

1. ბათუმი – ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხის მიმართულებით)
2. ბათუმი – ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხიდან ბათუმის მიმართლებით)
3. მახინჯაური – (მახინჯარუიდან ბათუმის მიმართულებით)
4. მახინჯაური (ბათუმიდან მახინჯაურის მიმართულებით)
5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მონაკვეთი
6. ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com