ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დედამთილმა და ქმარმა თვითმკლელობამდე მიიყვანეს-ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი

დედამთილმა და ქმარმა თვითმკლელობამდე მიიყვანეს-ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი

 

 

 

 

 

შსს-ის ვერსიით, დაკავებულმა 2019 წლის 9 მაისს მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა; გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემაურად ლახავდა მეუღლის პატივსა და ღირსებას, რის გამოც ქალმა თვითმკვლელობა სცადა.

შს ინფორმაციით ცოლს საავადმყოფოში უმკურნალეს და მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება.შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 44 წლამდე კაცი ოჯახში ცოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს, დედამთილს კი ბრალი წარუდგინეს. ქმრის ბრალდების ფორმულირებაა „მეუღლის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა“. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიკვეთა დაზარალებულის დედამთილის მხრიდანაც, რის გამოც მას ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წარედგინა“, — აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ“-ქიბარ ხალვაში

  ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ,,დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com