ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დედაენის დღეს გილოცავთ:„ქართული მარტო ენაა? ქართული ქართველთ რწმენაა!  ღმერთია!  ბედისწერაა!  ზღვა როა!  იმოდენაა!“

დედაენის დღეს გილოცავთ:„ქართული მარტო ენაა? ქართული ქართველთ რწმენაა!  ღმერთია!  ბედისწერაა!  ზღვა როა!  იმოდენაა!“

 

ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, 
ჩვენი ენა ქართული, 
ოქროსხმიან სიმებად
გულში ამოხლართული!

გილოცავთ,  ჩემო საყვარელო ქართველებო,  ქართული ენის დღეს!

 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას ითხოვდნენ. ანალოგიური დემონსტრაციები ბათუმშიც გაიმართა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.

ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ XVII-XVIII სს-ში. ის ხანაა, როდესაც მეცნიერული აზროვნება ენის შესახებ ჯერ კიდევ არ არის გამომუშავებული (შედარებით-ისტორიული მეთოდი ენათმეცნიერებაში XIX ს. პირველი ნახევრის მონაპოვარია) და მკვლევარნი კმაყოფილდებიან მხოლოდ და მხოლოდ ენათა პრიმიტიული შედარებით ლექსიკის დარგში. ამ საუკუნეებში დაინტერესებული არიან მსოფლიო ენათა კატალოგიზაციის საკითხებით, ცალკეულ ენათა ნათესაობის დადგინებით, ენის წარმოშობის ძიებით.

მსოფლიო ენათა საერთო სქემაში გარკვეული ადგილი ჰქონდა მიჩნეული ქართულ ენას. კაცობრიობის ენათა პრაენად აღიარებული იყო ძველებრაული. სემიტურ ენათა ნათესაობა ამ დროს უკვე დადგენილად მიაჩნიათ. აზიის ენებისადმი ინტერესი გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს, ვიდრე ევროპულ ენებში.ქართული ენა მსოფლიოში ყველაზე რთული ენების მეხუთე პოზიციას იკავებს.ქართული ენა მრავალსაუკუნოვანი დამწერლობის მქონე და მკა-ცრად ნორმალიზებული ერთ-ერთი უძველესი ენაა. საუკუნეების მანძილზე ქართული ენა კულტურის ენა იყო არა მხოლოდ ქართ-ველთათვის, არამედ კავკასიაში მცხოვრები ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფისთვისაც; მაგ., ჩრდილო კავკასიაში დღემდეა შემორჩენილი ქართულწარწერებიანი ეკლესია-მონასტრები.

ქართული მარტო ენაა?
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა!
იმოდენაა!

მუხრან მაჭავარიანი.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ“-ქიბარ ხალვაში

  ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ,,დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com