ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ დაჭერით დაიჭირეთ და ეწირება უსამართლობას, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას“

„ დაჭერით დაიჭირეთ და ეწირება უსამართლობას, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას“

”მამაჩემის, გოგი წულაიას ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა , ამდენი დღის შიმშილობამ და მედიკამენტების მიუღებლობამ შედეგი გამოიღო , რაც გულის ოპერაციის ფონზე , ძალიან საგანგაშო შედეგია . დღეს ხელები გაშავებია და ოთახში წაქცეულა , რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.ყველაფერი ნათელია , დაჭერით დაიჭირეთ და ეწირება უსამართლობას , მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას.აქვე მინდა ვთხოვო სახალხო დამცველ ქ-ნ ნინო ლომჯარიას მოინახულოს ამჟამად N18 პენიტენციურ ჰოსპიტალში მყოფი მამაჩემი და მოისმინოს მისი აზრი , იქნებ რისთვის შიმშილობს 13 დღეა პოლიტიკოსი გოგი წულაია , რომელმაც რამდენიმე თვის უკან ძალიან მძიმე გულის ოპერაცია გადაიტანა და შეიძლება ნებისმიერ წამს კომაში ჩავარდეს.Nino Lomjaria Ombudsman”⚠️წერს სოციალურ ქსელში ,გოგი წულაიას შვილი თემური წულაია .

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...