ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი“

„დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი“

ეს არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულად და მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ყველას მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ.-დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს. ეს არ არის ის არჩევნები, რომ ხელისუფლებას მოგება გარანტირებული აქვს, ყველა მსგავსი ფაქტი იქნება გამოძიებული. ჩვენ და ყველა ოპოზიციური პარტია ვმუშაობთ გაათმაგებულად და დღევანდელი არჩევნები დასრულდება ხალხის სასიკეთოდ,“-ამის შესახებ ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფასვილმა განაცხადა.

ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო ჩაწერილი. ასევე მათი ინფორმაციით, დარღვევა გამოვლინდა ნაძალადევის 55-ე და 56-ე უბანზე, სადაც მარკირების ხსნარზე შეიქმნა პრობლემა. ლიდერების განცხადებით, დარღვევა დაფიქსირდა სამტრედიის ოლქის მე-14 უბანზე სადაც „ლელოს“ მხარდამჭერი ელოდებოდა გადასატან ყუთს, რათა თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, ის კი გარდაცვლილად გამოაცხადეს, რაც, მათივე შეფასებით, კანონისა და ამომრჩევლის უფლების უხეში დარღვევაა.

ენჭისყრის პროცესი დარღვევით დაიწყო რუსთავის 54-ე უბანზე. კერძოდ, დამკვირვებლების დიდი ჯგუფიდან მხოლოდ ორი იყო შესული, დანარჩენ დამკვირვებლებს კი არ უშვებდნენ. შესაბამისად, ამ ფაქტზეც დაიწერა საჩივარი.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დათუნაშვილმა განმარტა, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევები არის დემოკრატიული პროცესისთვის დამაზიანებელი.

„ ორი ადამიანი ერთდროულად იყო ხმის მიცემის კაბინაში შესული, რაზეც ჩვენმა წარმომადგენელმა საჩივრის დაწერა მოითხოვა, რა დროსაც მას დაატოვებინეს საარჩევნო ოლქი ყოველგვარი პროცედურების დარღვევით, ოქმის დაწერის გარეშე. ეს არის მძიმე დარღვევა და შედეგების გაბათილებას ექვემდებარებაგურჯაანის 30 საარჩევნო უბანზე “ – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი~-ნიკო კვარაცხელიას დედა

,მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს ...