ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი

დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი

გიორგი მაზნიაშვილი (დ. 1870 – გ. 1937) – ქართველი მხედარმთავარი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წელს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში. სათანადო სამხედრო განათლების გავლის შემდეგ რუსეთის არმიაში დაწინაურდა გენერლად. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში 1904-1905 წ.წ. იგი გამოირჩეოდა მხედრული მამაცობით. მიღებული ჭრილობის შედეგად გიორგი აღმოჩნდა ლაზარეთში, სადაც მას ემსახურებოდნენ თვით ნიკოლოზ II-ის ქალიშვილები, რაც დიდ პატივად ითვლებოდა მაშინდელ რუსეთის იმპერიაში. აქვე პირადად ესტუმრა გიორგი მაზნიაშვილს იმპერატორი ნიკოლოზ II და პირადად გადასცა წმ. გიორგის ჯვარი ომში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის და მიიწვია თავის სასახლეში. პირველ მსოფლიო ომში მაზნიაშვილი იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. დაიჭრა ვარშავასთან. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში, ჩამოაყალიბა 2 დივიზია, რითაც აქტიურად იცავდა თბილისს ქაოსისა და ბოლშევიკური გაფართოებისგან. გიორგი მაზნიაშვილი იყო დაუმარცხებელი გენერალი, რომელსაც არცერთი ბრძოლა არ წაუგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

 

XX საუკუნის დასაწყისში, საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ რუსეთის იმპერიას პერიფერიებისთვის არ „სცხელოდა“, ამით ისარგებლეს ქართველმა „მენშევიკებმა“ და დამოუკიდებელი საქართველოს დროშა ააფრიალეს.

 

მაგრამ ახალშექმნილ დამოუკიდებელ ქვეყანას ყველა მხრიდან მტერი მოაწყდა: აღმოსავლეთიდან მუსავატები გააქტიურდნენ, სამხრეთიდან – დაშნაკები, დასავლეთიდან კი, დრო იხელთეს ოსმალებმა და სასწრაფოდ დაიკავეს აჭარა.

1918 წ. ბრესტის ზავის თანახმად, თურქებმა დაიკავეს ბათუმი და შეუტიეს გურიას. საფრთხე დაემუქრა ოზურგეთს. გიორგი მაზნიაშვილმა მილიციის, პარტიზანული რაზმების და მოხალისეთა მობილიზების შედეგად გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა თურქებს მდ. ჩოლოქთან. 1918 წ. ის დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად, სადაც ივნისის თვეში წარმატებული დარტყმა მიაყენა რუსეთიდან დაძრულ ურდოებს. დაიკავა ქალაქები გაგრა, სოჭი, ტუაფსე, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთი.

1918 წ. ოქტომბერში მაზნიაშვილი დაინიშნა თბილისის ოლქის გენერალ-გუბერნატორად, ხოლო 1918 წ. ნოემბერში ის იყო საქართველო-სომხეთის ომის მთავარსარდალი. 1919 წ. იყო ახალციხისა და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი, ხოლო 1920 წ. დაინიშნა თბილისის გარნიზონის მეთაურად. 1921 წ. თებერვალში გიორგი მაზნიაშვილი მეთაურობდა სოღანლუღის სამხედრო ნაწილებს და მონაწილეობდა საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იცავდა სოღანლუღის სიმაღლეებს თბილისის მისადგომებთან. 1921 წ. თურქებმა ხელახლა დაიკავეს ბათუმი. გიორგი მაზნიაშვილმა სასწრაფოდ მობილიზებული ქართული ჯარის ნარჩენებით გაათავისუფლა ქალაქი და მთლიანად აჭარა საბჭოთა ხელისუფლებას გადასცა. გიორგი მაზნიაშვილი საბჭოთა რეპრესიებს გაექცა საფრანგეთში. ის ერთხანს პარიზში, სადაც, ბევრი უსიამოვნება შეხვდა. საბოლოოდ, დაბრუნდა საქართველოში. მას, როგორც “მოღალატეს” და “სამშობლოს მტერს” ახალმა ხელისუფლებამ არ მისცა სამუშაოდაპენსია.

გიორგი მაზნიაშვილი დასახლდა თავის მამაპაეულ სოფელ სასირეთში და ხელი მიჰყო გლეხურ მეურნეობას. 1937 წ. რეპრესიების დროს დაიჭირეს მისი ვაჟი და დახვრიტეს. ძალიან მალე თავად გიორგი მაზნიაშვილიც დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია.

სამი სახელმწიფოს მსახურ დაუმარცხებელ გენერალს, ჯერ იყო და, რუსეთ-იაპონიის ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის ოქროს ხმალი და წმინდა გიორგის ორდენი უბოძეს, შემდეგ პოლონეთის ფრონტზე იბრძოდა, სადაც მძიმედ დაიჭრა, ხოლო რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა და ახლად შექმნილი დამოუკიდებელი ქვეყნის სამსახურში ჩამდგარმა გაიმარჯვა ყველა ბრძოლაში, რომელშიც კი მიიღო მონაწილეობა.

 

აქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ სერგო ორჯონიკიძეს დაუბარებია გიორგი მაზნიაშვილი და უთქვამს, მართალია, მენშევიკების გენერალი იყავი, მაგრამ ახლა ქვეყანას სჭირდები და ბოლშევიკების გენერალი უნდა გახდეო. ამაზე მაზნიაშვილს უპასუხია:

 

მაინც ემსახურა საქართველოს, რაც ბოლშევიკებმა იმით „დაუფასეს“, რომ ჯერ გადაასახლეს, ბოლოს კი, 1937 წელს დახვრიტეს.

 

თავი დავანებოთ გენერალ მაზნიაშვილის ტრაგიკულ ისტორიას და ვისაუბროთ მისი ცხოვრების ბევრისთვის უცნობ დეტალებზე.

 

მაზნიაშვილის წარმომავლობის შესახებ ასეთ ისტორიას ჰყვებიან:ვინმე აზნაურ დავით გლურჯიძეს ერთადერთი ვაჟი ჰყოლია – ფრიდონი, რომელიც სამხედრო საქმის შესასწავლად გაუგზავნია პეტერბურგს. ერთ დღესაც ოფიცერ ფრიდონ გლურჯიძეს სოფელში სტუმრად მეგობარი, ივან მაზნევი ჩაუყვანია. მაზნევს დანახვისთანავე თავდავიწყებით შეჰყვარებია ფრიდონის და, ქრისტინე და მეგობარს შევედრებია, თუ შენს დას მომათხოვებ, მზად ვარ, ყველაფერი მივატოვო და შენს სოფელში დავსახლდეო.

გიორგი მაზნიაშვილი შვილთან ერთად. მამა-შვილი ბოლშევიკებმა 1937 წელს დახვრიტეს.

 

ოკლედ, ქრისტინემ მაზნევს მოსკოვთან ახლოს მდებარე მაზნევოს მამულიც დაავიწყა,  გააქართველა კიდეც და შვილებიც მაზნიაშვილებად დაწერეს.  სწორედ ამ გლურჯიძეების სიძის შვილი გახლდათ გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომელიც დეიდებს გაუზრდიათ და „ვეფხისტყაოსანი“ და „ბიბლია“ სამაგიდო წიგნებად უქცევიათ…

 

გენერალს ოთხი შვილი ჰყავდა, რომელთაგან მხოლოდ ქალიშვილის, ანეტას შთამომავლები დარჩნენ. თუმცა იყო კიდევ ერთი შვედი ობოლი გოგონა სოფია, რომელიც მაზნიაშვილმა პეტერბურგში ყოფნისას იშვილა და საქართველოში ჩამოიყვანა. სულიც არ ენანებოდა თურმე მისთვის და როცა 13 წლის სოფია მის მაზნიაშვილის ადიუტანტთან ერთად გაიპარა, გული ეტკინა გენერალს, გაებუტა კიდეც შვილობილს. თუმცა გული მალევე მოუბრუნებია და მზითვიც მიუტანია მისთვის.

 

ეს ადიუტანტი, გვარად ბაინდურაშვილი, დედისერთა ყოფილა. მაზნიაშვილს შესცოდებია, წინა ხაზაზე არ გაუგზავნია და თავის გარემოცვაში დაუტოვებია. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ, როგორც ამბობენ,

არეშიძეებს, თურმე, ოჯახში დღემდე აქვთ შემონახული გენერალ მაზნიაშვილის გატანებული ნამზითვი.

 

გენერალ მაზნიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, უდავოდ, უფრო სერიოზულ კვლევა-ძიებას საჭიროებს, რისთვისაც, ალბათ, ქართველი მეცნიერები აუცილებლად მოიცლიან. ეს მხოლოდ მცირე შეხსენება გახლდათ დამოუკიდებელი საქართველოს შექმნის 100 წლისთავთან დაკავშირებით.

 

ამ შვედი გოგონა სოფიასა და ადიუტანტ ბაინდურაშვილის შთამომავალი გახლავთ თბილისის ახლანდელი მერის, კახი კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე.

*

 

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...