ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დარჩა ბიძინა ივანიშვილი თავის მანქურთებთან ერთად ერთპარტიული პარლამენტით 21-ე საუკუნეში-ვნახოთ რამდენ ხანს გაძლებენ“-ნინო ბურჯანაძე

„დარჩა ბიძინა ივანიშვილი თავის მანქურთებთან ერთად ერთპარტიული პარლამენტით 21-ე საუკუნეში-ვნახოთ რამდენ ხანს გაძლებენ“-ნინო ბურჯანაძე

„დარჩა ბიძინა ივანიშვილი,თავის მანქურთებთან ერთად ერთპარტიული პარლამენტით 21-ე საუკუნეში,ვნახოთ რამდენ ხანს გაძლებენ.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომელიც ერთხელ უკვე წყალში ჩაეყარა მეორე ტურთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად იყო ძახილი იმისა, რომ თითქოს „ქართულ ოცნებაში“ აქვთ ინფორმაცია, რომ ცალკეული პარტიები თუ ცალკეული დეპუტატები შესვლას აპირებენ პარლამენტში, ოპოზიციამ მიიღო ერთობლივი ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომ არც ერთი დეპუტატი და არც ერთი პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგად გადასცდა ბარიერს, არ შედის პარლამენტში პროტესტის ნიშნად, იმიტომ, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული, მოპარული, იქურდა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა და მოპარულისა და ნაქურდალის განაწილებაში არავინ მონაწილეობას არ აპირებს.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის ღონისძიება, რომელიც ჩატარდება – ეს იქნება ერთობლივი პოზიციის კიდევ ერთი დეკლარირება. ოფიციალურად დაიწერება ყველა იმ 60 დეპუტატისგან, რომელიც გასულია პარლამენტში, განცხადება პარლამენტარის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე, ყველა პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომელიც ფორმალურად გადასულია ბარიერს, დაიწერება განცხადება ე.წ სიის ჩახსნასთან დაკავშირებით, რათა ყველანაირი სპეკულაცია, რომ ვინმე ოდესმე პარლამენტში შევა, დასრულდეს და ასევე, ყველა ოპოზიციური პარტია ერთად აღებული კვლავ მოვაწერთ ხელს დეკლარაციას პოლიტპატიმრების გათავისუფლების, საარჩევო კომისიების შეცვლის მოთხოვნით და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, ეს არის ერთობლივი პოზიცია“, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გახარია კოვიდ სიტუაციას ძალიან კარგად მართავდა

„რაც შეეხება „დარტანიანს“, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ გახარია კოვიდ სიტუაციას ძალიან კარგად მართავდა. ეს არ ...