ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დარღვეული შრომითი უფლებები, უმეტესწილად, აისახება დასაქმებულის შრომისუნარიანობის ხარისხზე და სამუშაო სივრცეში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე

დარღვეული შრომითი უფლებები, უმეტესწილად, აისახება დასაქმებულის შრომისუნარიანობის ხარისხზე და სამუშაო სივრცეში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე

საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს შრომის კოდექსი” არეგულირებს დასაქმებულთა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
🔹️სამუშაო დრო;
🔹️შესვენების დრო;
🔹️დასვენების საათები;
🔹️ ზეგანაკვეთური სამუშაო;
🔹️ცვლაში მუშაობის ხანგრძლივობა;
🔹️შვებულება და სხვა.

საქართველოს ორგანული კანონი “შრომის კოდექსის” მე-17 მუხლის თანახმად, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.
დარღვეული შრომითი უფლებები, უმეტესწილად, აისახება დასაქმებულის შრომისუნარიანობის ხარისხზე, რაც პირდაპირ მიზეზობრივი კავშირში შეიძლება აღმოჩნდეს სამუშაო სივრცეში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან./ საშიში
📣გახსოვდეთ!
შრომისუუნარო/დაქვეითებული შრომისუნარიანობის მქონე დასაქმებული ვერ უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას!

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...