ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვაჟა კაკაბაძე: „დამშეული და გაღატაკებული ხალხი მარიხუანას მოყვანასაც დათანხმდება და სათავეშიც ჩაუდგება, ოღონდ თავი გადაირჩინოს“

ვაჟა კაკაბაძე: „დამშეული და გაღატაკებული ხალხი მარიხუანას მოყვანასაც დათანხმდება და სათავეშიც ჩაუდგება, ოღონდ თავი გადაირჩინოს“

დამშეული და გაღატაკებული ხალხი მარიხუანას მოყვანასაც დათანხმდება და სათავეშიც ჩაუდგება, ოღონდ თავი გადაირჩინოს

რას ემსახურება ლარის კურსის წინასწარი, დაბალი ნიშნულით გამოცხადება და რა კავშირშია ეროვნული ვალუტის კურსი კანაფის წარმოება/კულტივაციის სამთავრობო გეგმასთან? „ალიას“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე ესაუბრა:

 

_ ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ტროას ომის მეათე წელს ბერძნების მიერ ოდისევსის წინადადებით აგებულ იქნა უზარმაზარი ხის ცხენი, რომელშიც მერძნებმა რჩეული მებრძოლები ჩასხეს, ბერძნებმა ხის ცხენი მიაგორეს ტროას კარებთან, ძღვენის ნიშნად, თითქოს–და ომს თავი მიანებესო, ჯარი უკან დახიეს, მაგრამ არ გაუწვევიათ. ტროელებმა დაუჯერეს ბერძნებს და ცხენი ქალაქის შემოგარენში შეაგორეს. მხოლოდ აპოლონის ქურუმი ლაოკოონი აღუდგა წინ ამ განზრახვას; ტროელებმა არ დაუჯერეს ქურუმს. ღამით, როდესაც ტროელებმა ღრმა ძილს მისცეს თავი, ცხენიდან ბერძენი მეომრები გამოვიდნენ, თავინთ ჯარს ქალაქის გალავნის კარი გაუღეს და ტროა მიწასთან გაასწორეს. მე, არ ვარ ლაოკოონი და არც ჩვენი პარლამენტარები არიან ანტიკური ხანის გმირები, მაგრამ მსგავსი განზრახვა ამოძრავებთ.


_ ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?


_  აი დააკვირდით: როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში 30%–ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%–ით გაიზარდა, მაგრამ ლარმა ოქტომბრის თვიდან გაუფასურება დაიწყო და 1 აშშ დოლარის ფასი 2.62 ლარი, ხოლო 1 ევროს ფასი კი 3. 03 ლარი შეადგინა.  როგორც ანალიზმა გამოავლინა, ლარის კურსის ვარდნა ძირითადად დაკავშირებულია შემდეგ ფაქტორებთან:

  1. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტის დევალვაციის პროცესთან;
  2. იმპორტის ზრდით, რაც იწვევს ვალუტის გადინებას;
  3. საქართველოს საექსპორტო პროდუქციაზე მსოფლიო ბაზარზე ფასების და, საერთოდ, ექსპორტის შემცირებით;
  4. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნით, რასაც სამწუხაროდ, ხელს უწყობს მთავრობის, ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური პარტიების, მასმედიის და ეკონომიკის ექსპერტთა მხრიდან თემის სპეკულაცია. (დაიმახსოვრეთ! ამ უკანასკნელი ფაქტორის ოსტატურად გამოყენება შეიძლება).

ამ დროს როგორც ზემოთ აღვნიშნე შემოსავლები გაიზარდა, მაშ რა ხდება? რა და ტროას ცხენზე ამხედრებული ბიზნეს ინტერესები ნაბიჯ–ნაბიჯ გვეპარება.

_ თქვენი აზრით, ლარის კურსის ხელოვნურად გაუფასურებისა და მოსახლეობის მიზანმიმართულად გაღატაკების პროცესი მიმდინარეობს?


_ დიახ გაღარიბებული, დამშეული, სასოწარკვეთილი ხალხი არა მარტო მარიხუანას მოყვანაზე დათანხმდება, არამედ თავადაც კი ჩაუდგება სათავეში, ოღონდ თავი გადაირჩინოს. დიახ სწორედ ამას ემსახურება ლარის კურსის წინასწარი დაბალი ნიშნულით გამოცხადება და მისი ხელოვნურად გაუფასურება.

 

_მოსახლეობამ და ეკონომიკურმა სექტორმა რა უნდა გააკეთონ, რომ მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარება თავიდან ავიცილოთ?

_ მოსახლეობამ და ეკონომიკის ექსპერტებმა მთავრობას და ეროვნულ ბანკს უნდა მოთხოვონ, რომ ყოველთვიურად გამოაქვეყნონ სავალუტო რეზერვების მონაცემები და გამჭვირვალე გახადონ მიზნობრივი ინვესტიციები. საინტერესოა, რატომ აიწია ევროს კურსმა, როცა გერმანიამ მნიშვნელოვანი თანხა მოგვცა? უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ასევე უნდა მოითხოვონ იმპორტის გადასახადის გაზრდა იმ საქონელზე, რომელიც საქართველოში იწარმოება; ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს სამართლებრივი ანუ რეფერენდუმის ჩატარების გზით. რაც შეეხება კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამაზე ხალხმა ეკლესიასთან ერთად დაუმორჩილება უნდა გამოაცხადოს.

ალია“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com