ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე:“გარდაცვლილ ოპერატორს საზარდულზე ნანემსარის კვალი აღენიშნება”

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე:“გარდაცვლილ ოპერატორს საზარდულზე ნანემსარის კვალი აღენიშნება”

“გარდაცვლილ ოპერატორს საზარდულზე ნანემსარის კვალი აღენიშნება” – ალექსანდრე გეჯაძე

“საზარდულზე ინექციას არ აკეთებს სამედიცინო დაწესებულება. დუნდულოზე გაკეთებულია და ეტყობა ინექციები”

ივლისი 11, 2021

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ტელეკომპანია პირველის თხოვნით ჩაერთო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის პროცესში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ ექსპერტიზისთვის სხვადასხვა მასალა აიღეს.

ექსპერტების წინაშე არაერთი კითხვა იყო დასმული, რომელიც ცალ-ცალკე და ერთად დაადასტურებს რა გახდა ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი.

არის თუ არა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ძალადობა, რომელსაც მის მიმართ 5 ივლისს ჰქონდა ადგილი?

„ჩვენთვის ყურადსაღები იყო ქალა-ფუძის მოტეხილობის საკითხი: იყო თუ არა მოტეხილი, რამეთუ ამ შემთხვევაში დაზიანების ხარისხი სულ სხვა ხარისხში ადის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით. ქალა-ფუძე მთელი აღმოჩნდა და სახეზე გვაქვს დაზიანებები თვალბუდის ძვლოვანი სტრუქტურის სახით, რაც დაფიქსირებულია ავადმყოფობის ისტორიაში. რაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი. იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. კატეგორიულად ჯერ ვერ ვამბობ, რამეთუ მას 8 რიცხვში კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლავ აღენიშნებოდა სისხლი, ჰაერი, სადაც ჰქონდა მოტეხილობა. ეს მიუთითებს მასზედ, რომ გაწოვა დროის ამ მცირე მონაკვეთში, რაც საავადმყოფოში იწვა, ვერ მოხდებოდა. აღებულ იქნა კანზე არსებული ორი უბანი, რომელიც მიუთითებდა წინასწარ, არაკატეგორიულ ფორმატში გარკვეულ ინექციის კვალზე. თუმცა, საბოლოოდ, ყველა დანარჩენი მიმართულებით საბოლოო დასკვნების გამოტანა, თუ უშუალოდ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რამეთუ დაახლოებით თვე-თვენახევარში არსებული დროის სტანდარტების მხედველობაში მიღებით უნდა ჩატარდეს საკმაოდ ბევრი კვლევა. რა კვლევები უნდა ჩატარდეს, უკვე მოგახსენეთ“, – აცხადებს  ალექსანდრე გეჯაძე.

“პროგრესნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს:

_ გარდაცვლილს საზარდულის მიდამოებში და დუნდულოს ზემო კვადრატში აქვს ინექციები იმიტომ, რომ საავადმყოფოში უკეთებდნენ მორფს ტკივილების გამო. საზარდულის მიდამოებში აქვს ნაჩხვლეტი ჭრილობები, მათ შორის, ერთი შედარებით ხანდაზმულია, ვიზუალურად, მეორე შედარებით ახალი. აღებულია კანის პრეპარატები ქიმიურ და ჰისტოლოგიურ გამოკვლევაზე, რათა საბოლოოდ შესაძლებელი გახდეს, რომ ვთქვათ ეს არის ნანემსრის შედეგად თუ არა?
_ როგორც ვხვდები, საზარდულზე აღმოჩენილი ნანემსრები საავადმყოფოს არ უკავშირდება.
_ საზარდულზე ინექციას არ აკეთებს სამედიცინო დაწესებულება. დუნდულოზე გაკეთებულია და ეტყობა ინექციები.
_ თქვენი აზრით, საიდან გაჩნდა საზარდულზე ნაჩხვლეტი ჭრილობები?
_ მაღალი ალბათობით, ინექციის კვალი უნდა იყოს, თუმცა საბოლოო დასკვნების გამოსატანად ველოდებით ჰისტოპათომორფოლოგიურ და ქიმიური კვლევის  შედეგებს, რათა დადგინდეს ხანდაზმულობა ანუ როდინდელია თუ ინექცია იყო, ეს ინექცია. ქიმიური კუთხით გვაინტერესებს ამოვა თუ არ ამოვა იქ რაიმე ნივთიერება რბილი ქსოვილებიდან კანქვეშ და ა.შ. მაგრამ ეს ერთი მხარეა, მეორე მხარეა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია ორჯერ, მეორედ გაკეთებულ ტომოგრაფიაზე , 5-ში ხომ გაკეთდა ერთი ტომოგრაფია და თვალ-ბუდის დაზიანება დადგინდა, ჰაიმორის წიაღში მოტეხილი ფრაგმენტების შეღწევის, საკმაოდ ძლიერი დარტყმა იყო თვალბუდის არეში. შესაბამისად, თავის ტვინის ნივთიერების რბილ გარსებში იყო მოთეთრო უბნები, რომელთა წარმოშობის დასადგენად ეს უბნები წავიღეთ და არ არის გამორიცხული, რომ პარალელურ რეჟიმში აღმავალ ინფექციას ჰქონდეს ადგილი თავის ტვინში ან რაიმე სხვა პოსტრამვულ გართულებას, მაგრამ ამაზე საბოლოოდ ვერაფერს ვერ ამბობ.. შვიდში ხომ გაკეთდა კომპიუტერი, გაწერის დღეს, სისხლი იყო კიდევ ჰაიმორის ლოკაციაში. იმის გაწოვას დრო უნდოდა. ეს სისხლი რომ არ იწოვება, წარმოადგენს ინფექციის წყაროს. ანტიბიოტიკები დანიშნული ჰქონდა და იმ გაწოვას დრო ჭირდებოდა. რატომ არ გაიწოვა, უნდა გაწოვილიყო თუ არა და საერთოდ, რა ცვლილებები იყო თავის ტვინში ჰისტოლოგიურად, ველოდებით ლაბორატორიის პასუხებს. ისეთი სისხლჩაქცევა, რომელიც გამოიწვევდა სიკვდილს ტრამვის მიღების პირველ მეორე დღეს მაინც. არაფერი ისეთი სასიკვდილო მას არ ჰქონდა.

წყარო_„პროგრესნიუსი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...