ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დამიჭერენ ვაია, არ დამიჭერენ ვუი“-ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა

„დამიჭერენ ვაია, არ დამიჭერენ ვუი“-ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

 

 

 ნაცმოძრაობის  ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

„იმ ყველაფრის შემდეგ რაც მათ გუშინ იკადრეს, იმის შემდეგ, რაც ივანიშვილმა გააკეთებინა ძალდატანებით „ქართული ოცნების“ დეპუტაციის დიდ ნაწილს, დღეს რომ არ დამიჭირონ გუშინდელ დღეს ვერ გაამართლებენ. დამიჭერენ ვაია, არ დამიჭერენ ვუი.

  ბიძინა ივანიშვილს მთავარი უბედურება დაემართა გუშინ, მთავარი რამ გაუფასურდა მისთვის, გაუფასურდა ფული. ამ დღემ ივანიშვილს აჩვენა, რომ თავისი მილიარდები საქმეს ვეღარ უკეთებს.

ის ძალაუფლება, რომელიც მას აქვს, ის მილიარადები აღარ არის საკმარისი აკეთოს ქვეყანაში ის, რაც მას სურს. ივანიშვილი შედის სულ უფრო ღრმა ჩიხში. ის მოქმედებები, რომელსაც მისი მხრიდან აქვს ადგილი არის აგონიური მოქმედებები. საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი, რეალური მმართველი ამ ქვეყნის, როცა არის უდიდესი ყურადღების ცენტრში, სცეპრაზმს სახლში რატომ შეიყვან? წარმოგიდგენიათ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორია?- განაცხადა მელიამ.

 მოგეხსენებათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს.

 დეპუტატის იმუნინეტმოხსნილ  ნიკა მელიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებული წევრი  ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მის მიმართ აღკვეთისღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მგონი ყველა გავგიჟდებით, ვინც ცოცხლები დავრჩებით-დახმარებების გაცემაც მთავრდება, 20 წლის ნალოლიავები ფონდიც გაკოტრდა..“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში დავით კინწურაშვილი–საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა”დამფუძნებელი „მგონი ყველა გავგიჟდებით ვინც ცოცხლები დავრჩებით😢😢😢ერთი დღე ...