ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დამეხსენი, ჩრდილოელო! რა მაქვს შენთან საზიარო? თვით ოხერო, მოუვლელო, როგორ გინდა მომიარო“(აკაკი წერეთელი)-„რუსეთთან ურთიერთობამ საქართველო უკან დაწია, მოწყვიტა მსოფლიო ევოლუციის პროცესს“-ვაჟა კაკაბაძე

„დამეხსენი, ჩრდილოელო! რა მაქვს შენთან საზიარო? თვით ოხერო, მოუვლელო, როგორ გინდა მომიარო“(აკაკი წერეთელი)-„რუსეთთან ურთიერთობამ საქართველო უკან დაწია, მოწყვიტა მსოფლიო ევოლუციის პროცესს“-ვაჟა კაკაბაძე

ადამიანი თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური ჭამოს, არამედ პურს ჭამს იმიტომ, რომ კაცურ – კაცად იცხოვროს და აცხოვროს მისი შთამომავალი (ილია ჭავჭავაძე)

 

1905 წელს, თბილისისკენ მიმავალი აკაკი წერეთელი ხაშურის რკინიგზის სადგურის სასადილო დარბაზში საუზმობდა, როცა სასადილოში შებრძანდა დიდი მთავარი, კავკასიის ყოფილი მეფისნაცვალი – მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი, რომელიც ბორჯომში მიემგვაზვრებოდა. რომანოვის დანახვაზე ყველა ფეხზე წამოდგა, მხოლოდ აკაკი არ აქცევდა მას ყურადღებას და მშვიდად საუზმობდა. რომანოვმა ნამცხვარი მოითხოვა, ფეხზე მდგომი შეუდგა ჭამას და ასე ჭამა-ჭამით მივიდა ჭაღარა პოეტთან და აგდებულად უთხრა: „Какая разница между человеком и животным”? – ,,Животные стоя кушают, а человек – сидя. Вот какая разница.” – მოურიდებლად მიახალა აკაკიმ!)

 

დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?
ბუნებისგან დაჩაგრული
განა შესძლებ მეგობრობას?
მოშხამული, ცივი გული
სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას.
წლიდან წლამდე უცნაურად
გეყინება ტვინი თავში!
უნდა ძალაუნებურად
ეხვეოდე დათვის ტყავში!
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო.

აკაკი წერეთელი

აკაკის მაინც დაუჯერონ, როგორ ვერ ხვდებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობამ საქართველო უკან დაწია, მოწყვიტა მსოფლიო ევოლუციის პროცესს, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ განათლება და კულტურა უშუალოდ ევროპიდან კი არ შემოდიოდა არამედ რუსეთის გავლით, რომელსაც აშკარად რუსული აზროვნების კვალი ეტყობოდა, ქვეყანა ეკონომიკურად ჩამორჩა რამეთუ კაპიტალიზმის ეტაპი ვერ გაიარა, რელიგიური სულიერება წაგვართვა (ავტოკეფალიას ვგულისხმობ), მეფობა გააუქმა, წარჩინებული თავადები გააციმბირა, ეგზეკუციებით, ერის მთავარი საყრდენი, გლეხობა გაანადგურა, აზროვნების და პროცესების სწორი ხედვის უნარი დაგვაკარგვინა, ჩვენს უკითხავად ჯავახეთში არმენები ჩამოასახლა, ვაი ქართველების ხელით სოჭი, ჰერეთი (საინგილო) და სხვა ტერიტორიები მიითვისა, 37 წელს ერის მოამაგე შვილები დაგვიხვრიტა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა ქართველების დივიზია და ქერჩის ყურეში ჩაახოცვინა ფაშისტებს, 1991 წელს ვერ აიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და სომხების ხელშეწყობით ქართველების გენოციდი მოაწყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში (ცხინვალის რეგიონი), ჩვენს წინააღმდეგ ეწევა ჰიბრიდულ ომს, რაც გამოიხატება: მცოცავ ოკუპაციაში, ნარკოტიკების გავრცელებაში, განათლების სისტემის ნგრევაში, ეკონომიკის ექსპანსიაში (საქართველოს კაპიტალის 70% რუსეთის ხელშია), პროპაგანდაში და ნიხილიზმის, სასოწარკვეთის დანერგვაში, ოკუპირებული საზღვრიდან ხალხის გატაცებაში და ხალხში შიშის დანერგვაში. აბა, მითხარით კიდევ რა მოგიყვანოთ არგუმენტად? რომ დაიჯეროთ აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის და სხვათა, და სხვათა ნათქვამი, დარიგება თუ შეგონება.

პატივისცემით და დიდი სიყვარულით, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com