ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დამემუქრენ სიცოცხლის მოსპობით, ბავშვებს ემუქრებოდნენ,დედას ვერ ნახავო-პროკურატურა და სოციალური მომსახურების სააგენტო უხეშად ერევა ჩემს პირად ცხოვრებაში,სრულიად დაუცველი ვარ“- ბორენა ქარჩავა

„დამემუქრენ სიცოცხლის მოსპობით, ბავშვებს ემუქრებოდნენ,დედას ვერ ნახავო-პროკურატურა და სოციალური მომსახურების სააგენტო უხეშად ერევა ჩემს პირად ცხოვრებაში,სრულიად დაუცველი ვარ“- ბორენა ქარჩავა

სიცრუეა რომ თითქოს საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. ამის თქმის საშუალებას პირადი გამოცდილება მაძლევს. ეს არის ქვეყანა სადაც გარკვეული ორგანოს წარმომადგენლები პირად ცხოვრებაში ერევიან უხეშად. ჩემი უფლებები ირღვევა წლებია და ვებრძვი უსამართლობას. 2018 წლის 18 დეკემბერს მოხდა ჩემი უკანონოდ პატიმრობა.

აღნიშნულ საქმეში მე ვიყავი მოწმე, დამნაშავე რომელმაც აღიარა დანაშაული 500 ლარით დააჯარიმეს, რომლის მოწმე ვიყავი მის წინააღმდეგაც იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, თუმცა აღნიშნულ საქმეში მოსამართლემ იგი გაამართლა, ხოლო ჩემს მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და ექვსი თვით უკანონოდ დამაპატიმრეს მე მესამე პირი.

გარდა ამისა, პროკურატურა და სოციალური მომსახურების სააგენტო უხეშად ერევა ჩემს პირად ცხოვრებაში. ჩემი საკუთარი შვილებიც კი გამოიყენეს იარაღად. ჩემმა 9 წლის შვილმა მითხრა ,,ჩვენ არასოდეს არ მივალთ სოც მუშაკთან, მე გამაბრაზეს და შემაწუხეს. ტყუილი დავწერე რადგან მითხრეს მამას და დედას ვერ ნახავო, ასჯერ გამიმეორეს ერთი სიტყვაო, მერე გავბრაზდი და ტყუილი დავწერეო,,… -გარდა ამისა ჩემს ტელეფონზე და ფეისბუქზე ხშირად მომდის შეტყობინება, შანტაჟები, სხვა და სხვა ადამიანების, რომ თუ ისე არ მოვიქცევი როგორც თვითონ მეუბნებიან მაშინ ისევ ჩემს წინააღმდეგ მოხდება რაიმე ცვლილებები.

კონკრეტულად მაიძულებენ ერთი ადამიანის წინააღმდეგ წავიდე და ისინი როგორც მარიგებენ ისე ვთქვა. დაახლოებით ათი დღის წინ შემოვიდა ჩემს ტელეფონის ნომერზე ზარი გამაფრთხილებელი.

გამაფრთხილეს თუ არ შევხვდები ზარის ავტორს და თუ არ მოხდება მათთან რაიმეს შეთანხმება, კონკრეტულად ასე განმიმარტეს ,,ხომ იცი დღევანდელი მთავრობა, მართალიც რომ იყო შემოაბრუნებენ შენს წინააღმდეგ და როგორც 2018 წლის 18 დეკემბერს სხვის გამო მოხდა შენი პატიმრობა ისევ ისე მოხდება მომავალშიო,, -დღეს კი ვიგებ რომ მართლა ჩემს წინააღმდეგ აღძრულია საქმე და ბრალდებული ვარ ისევ, ერთ კონკრეტულ საქმეში, რომელშიც მე პირადად დაზარალებული ვარ ყველანაირად. ამ მიმდინარე საქმეში თავდასხმა განხორციელდა ჩემზე ჩემს საცხოვრებელ სახლში, რომლის დროსაც დამემუქრენ სიცოცხლის მოსპობით და ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონი გამიტეხეს.

ბორენა ქარჩავა

მე რეალურად ვგრძნობ საფრთხეს ჩემს ქვეყანაში. მე ვერ ვიცავ თავს მაშინ როდესაც უკანონოდ მექცევიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვის მივმართო აღარ ვიცი, ვინაიდან მე სრულიად დაუცველი ვარ. მე არ ვენდობი სამართალდამცავ ორგანოს, მე არ ვენდობი სოციალური მომსახურების სააგენტოს. როდის, ნეტავ როდის უნდა შევძლო მშვიდად ცხოვრება… ოდესმე დასრულდება ეს წნეხი???…“ –ყოფილი პატიმარი ქალი, რომელიც უსამარ თლობის მსხვერპლია, დღესაც შანტაჟისა და მუქარის ქვეშაა, უფრო მეტიც, მის წინააღმდეგ კვლავ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, თ ი თ იდან გამოწოვილი ბრალდებით, ბორენა ქარჩავა სამი შვილის დედაა, ბავშვებმა დედას უამბეს როგორ აშანტაჟებდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები. ბორენა ქარჩავამ სააგენტო „ჯეომედიაპრესს“ წერილი გამოუგზავნა, სადაც მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟისა და მუქარის შესახებ წერს. უცვლელად გთავაზობთ ამ წერილს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

უგულავა, კეზერაშვილი და სხვები, ყოფილი მაღალჩინოსნების ზღვარგადასული გართობა

ეს ფოტოები წვეულების ერთ-ერთმა სტუმარმა მოგვაწოდა. მისი თქმით, ფოტოები ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, მისი მეუღლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com