ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დამაკავებენ, თუ რას იზამენ, ეს ჩემთვის მეათეხარისხოვანია, რას მაბრალებენ? 29 წელი ბიზნესში ვარ, რა დავაშავე?“-მამუკა ხაზარაძე

„დამაკავებენ, თუ რას იზამენ, ეს ჩემთვის მეათეხარისხოვანია, რას მაბრალებენ? 29 წელი ბიზნესში ვარ, რა დავაშავე?“-მამუკა ხაზარაძე

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დაკავებას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ მას არაფერი დაუშავებია.

„არაფერს არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოში არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ეს შინაგანად არ მაშინებს, იმიტომ რომ მართალი ვარ, მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც ამ ქვეყანას დააზიანებდა, დააზიანებდა იმ ბანკს, რომელსაც 29 წელი ვაშენებდი, დააზიანებდა იმ ბიზნესებს, იმ თანაგუნდელებს, მსგავსი რაღაც არ გაგვიკეთებია. თან ისეთი რაღაცის დაბრალება, რომელიც მკვლელის ტოლფასი ბრალდებაა, როგორ გგონიათ, 29 წელი ბიზნესში ვარ და ისეთი რაღაც შეიძლებოდა გამეკეთებინა ერთხელ, რომელიც პრაქტიკულად შენი ცხოვრების გადახაზვაა, არათუ გადახაზვა შენი, შენი შვილების, შენი პარტნორების, ყველაფრის და ამას მაბრალებენ მე დღეს? ეს ხომ აბსურდია. დამაკავებენ, თუ რას იზამენ, ეს ჩემთვის მეათეხარისხოვანია, იმიტომ რომ სამშობლო და ჩემი ქვეყანა ხელიდან გვეცლება, ამიტომ სად ვიქნები, ამას მნიშვნელობა არ აქვს“ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„10 კაცი რომ დამესევით, ფარჩაკები ხართ აბა რა ხარ?”-ლევან ხაბეიშვილი

დღეს საკრებულოში დაპირისპირება  გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com