ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დაკარგული ქართველი მეძღვაურები

დაკარგული ქართველი მეძღვაურები

Image result for Sailorდაკარგულ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით კომპანია „იალქანს“ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ აქვს,

მათი განმარტებით, საბერძნეთიდან მიუვიდათ შეტყობინება, რომ პროცესებში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთნენ.

როგორც კომპანიაში აღნიშნეს, უცხოელი ექსპერტების თქმით, შესაძლოა, გემი, რომელზეც მეზღვაურები იყვნენ, მეკობრეებმა გაიტაცეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ისინი არ არიან სომალელი მეკობრეები.

კომპანია „იალქანში“ აცხადებენ, რომ გემი, რომელიც 14 აგვისტოს შემდეგ კავშირზე არ არის, ბერძნულ კომპანიას ეკუთვნის. ასევე კომპანიაში განაცხადეს, რომ ცოტა ხანში ისინი განცხადებასაც გააკეთებენ და მედიას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. უწყების ცნობით, გემთან – Pantelena IMO 9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და რომლის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.

„გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი – UKMTO“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ“-ქიბარ ხალვაში

  ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ,,დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com