ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ამჟამად გრიპის ვირუსით ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ამჟამად გრიპის ვირუსით ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ამჟამად გრიპის ვირუსით ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, 45% არის მაჩვენებელი იმ ადამიანების, რომლებმაც ექიმს ვირუსის გამოვლენისთანავე მიმართეს.

„დღეის მდგომარეობით, გუშინდელთან შედარებით, მაჩვენებელი პოზიტიურია. თითქმის 100-ით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია გრიპის ვირუსის გამო, რაც კარგი დინამიკაა. ახლა ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არის საყურადღებო მაჩვენებელი და მიუხედავად იმისა, რომ ახლად დავირუსებულთა მაჩვენებლები იკლებს, მიმდინარეობა ისევ რჩება მძიმედ. კიდევ ერთს მინდა გავუსვა ხაზი, რომ იმ პაციენტებიდან, ვინც ექიმს მიმართა და დროული მკურნალობა დაიწყო, მხოლოდ 45% არის ვინც ეს გააკეთა პირველი ორი დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები გაიზარდოს. ანუ ადამიანებმა სიმპტომების აღმჩენისთანავე უნდა მიმართონ ექიმს და უნდა მიიღონ სწორი მკურნალობა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com