ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დავით კირკიტაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დავით კირკიტაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის ადვოკატების შუამდგომლობა მისთვის პატიმრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

“დღევანდელ პროცესზე თავდებები არ არიან წარმოდგენილნი, რომ განვუმარტო რა არის თავდებობა და რა პასუხისმგებლობაა. ეს შუამდგომლობა სათანადოდ არ იყო მომზადებული”, – განმარტა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად გასული წლის 19 დეკემბერს წარუდგინეს. 20 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კი კირკიტაძე მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, დავით კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com