ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დავით კეზერაშვილის ექსტრადირება ქართველი სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია

დავით კეზერაშვილის ექსტრადირება ქართველი სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია

ებრაული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,  საქართელოს თავდაცვის ყოფილი  მინისტრის   დავით კეზერაშვილის  მიმართ  დევნის დაწყების შესახებ,  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. მისი განცხადებით,  ისრაელის მედიაში  გავრცელებული ინფორმაცია  სიმართლეს შეესაბამება.  ისრაელის სამართალდამცავი ორგანოები   საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ კეზერაშვილს , იარაღის უკანონო ვაჭრობასა და საერთაშორისო კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ.

 რაც შეეხება დავით კეზერაშვილის საქართველოში  ექსტრადირების საკითხს, ამის შესახებ გია ვოლსკი აცხადებს:

„ქართველი სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა კეზერაშვილის ექსტრადირებას, კეზერაშვილის  წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება სულაც არ უკავშირდება  ტელევიზის დაარსების  სურვილს ან სხვა პოლიტიკურ აქტივობებს“-აცხადებს გია ვოლსკი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ამ ბრალდებებს სოციალურ ქსელშივე  პასუხობს:„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com