ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დავით დვალი:„ თუ საკონტროლო პაკეტი გამოვიდოდა გაყიდვაზე, პირველი შეთავაზება ჩვენთვის უნდა გაეკეთებინა”

დავით დვალი:„ თუ საკონტროლო პაკეტი გამოვიდოდა გაყიდვაზე, პირველი შეთავაზება ჩვენთვის უნდა გაეკეთებინა”

 

„რუსთავი 2″-ის  ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა  ტელეკომპანია  „რუსთავი 2″-ის  გარშემო კომენტარი  გააკეთა და განაცხადა, რომ „წილების გასხვისება  ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებებია, მაგრამ დღეს მინდა ვთქვა, რომ უკვე მეორედ, ძალიან ცუდი როლის შესრულება უწევს ქიბარ ხალვაშს ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით. მე უკვე აღარ ვიცი რა ჰქვია ამას –ქიბარ ხალვაში უკვე მეორედ მონაწილეობს რუსთავი 2″-ის განადგურებაში.” – აცხადებს დავით დვალი.

დავით დვალი ფიქრობს,  რომ ტელევიზია “რუსთავი 2”-ის მომავალი მფლობელი სავარდაუდოდ უკვე ცნობილია.

“დარწმუნებული ვარ, რომ “ტელევიზიის მომავალი მფლობელი უკვე ცნობილია და ე.წ. კონკურსი არის სრული ფორმალობა. თუკი თეორიულად არის შანსი, რომ ეს ასე არ არის, რა თქმა უნდ, გაკოტრების სქემა არ უნდა გამოვრიცხოთ. მე იმ აზრზე ვარ, რომ გაკოტრება არის ალბათ, ბოლო, რაზეც ხელისუფლება წავა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით. არ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას “რუსთავი 2″-ის სცენიდან წასვლა, რადგან სხვა დაანონსებულ ტელევიზიებს უჩნდებათ შანსი რომ ელექტორატი წაიყვანონ, იყო ეს პოლიტიკური, იყო ეს ჩანაფიქრი, იყო სპეციალურად გაკეთებული… ამ შემთხვევაში, ეს მეორეხარისხოვანია. პირველი კითხვა ის არის, რომ სახელმწიფომ იცოდა, ვალი რომ გროვდებოდა. არაფერი არ გააკეთა ამის შესაჩერებლად და დღეს, მფლობელი, ისე რომ საერთოდ არ ახსენებს სახელმწიფოს როლს ამ ვალის დაგროვებაში, იძახის, რომ სავალალო მდგომარეობაა და სხვა გზა არ არის – უნდა გავყიდო” –განაცხადა დავით დვალმა.

თუ თავად დავით დვალს შესთავაზებდა  ქიბარ ხალვაში 40%-ს დათანხმებოდა?

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს სქემა მაინც იმუშავებდა და მაინც საკონტროლო პაკეტი გამოვიდოდა გაყიდვაზე. არ მგონია, რომ დიდი ცვლილება გამოეწვია, ერთადერთი რაც იქნებოდა, ჩვენ თანამონაწილეები ვიქნებოდით ამ პროცესის და მეტი არაფერი, პირობა ხომ მაინც უნდა ყოფილიყო, რომ პირველი შეთავაზება ჩვენთვის გაეკეთებინა” – განაცხადა დავით დვალმა.

აპირებდა  თუ არა  ქიბარ ხალვაში რუსთავი 2″-ის წილების  გაყიდვას  და რაზე ისაუბრეს  შეხვერისას დავით დვალმა  ამის შესახებ განაცხადა,  რომ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

„საუბარი იყო, რომ ვალები და მძიმე მდგომარეობაა და დღეს ფაქტიურად გაყიდვის მიზეზად სახელდება ეს სავალალო ფინანსური მდგომაროება, რომელიც რა თქმა უნდა, არის, რაც მე რომ მკითხოთ, მთლიანად ხელისუფლების კისერზეა. ვერავინ ვერ გამცემს პასუხს, როგორ მოახერხა “რუსთავი 2-მა და სხვათაშორის, “იმედმაც,” ასეთ მრავალმილიონიანი საბიუჯეტო დავალიანების დაგროვება იმ პირობებში, როცა არცერთ სუბიექტს და არცერთ ტელევიზიას არცერთი თეთრით გადაცილებული დავალიანების გადახდას არ პატიობდა და ყადაღას ადებდა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com