ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „დავით გარეჯი, ცალსახად და ისტორიული სამართლიანობით, მიწიერი თუ სულიერი კანონით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია“

„დავით გარეჯი, ცალსახად და ისტორიული სამართლიანობით, მიწიერი თუ სულიერი კანონით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია“

 

 

 დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე პატრიაქის გუშინდელ განცხადებას, ბოლნისელი მთავარეპისკოპოსი  გამოეხმაურა,  მისი თქმით,  ქართველებს ეყოფათ გონიერება, რომ უპირველეს ყოვლისა პატრიარქს მოუსმინონ.

დავით გარეჯში, ჩვენს უწმინდეს და ისტორიულ ადგილზე შეიკრიბა ერი და ბერი, სამღვდელოება, მორწმუნენი, უამრავი ქართველი ადამიანი იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავადასტუროთ, რომ დავით გარეჯი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია, საქართველოს უდიდესი სულიერი საგანძურია და ამის დათმობას, ქართველი ადამიანი არაფრის ხარჯზე, არანაირ ფასად არ აპირებს. ეს არის ჩვენი სათქმელი დღეს ყველას მიმართ, განსაკუთრებით ჩვენი მეზობლების მიმართ, შინაურების მიმართ და ესაა ჩვენი მშვიდობიანი შეკრების მიზანი. რა თქმა უნდა, ერთობით და ჩვენ შეგვწევს ძალა ყოველთვის გადამწყვეტ და კრიტიკულ მომენტში ერთად დავდგეთ”, აღნიშნა მეუფე ეფრემმა.

 

“ჩვენი შეკრება არანაირად არაა გათვლილი პროვოკაციაზე, ჩვენ გვეყოფა იმდენი გონიერება, იმისთვის, რომ მოვუსმინოთ უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პატრიარქს. მაგრამ მოთმინება არ ნიშნავს უმოქმედობას. ეს არის მშვიდობიანი აქცია და პირიქით, ამით ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ერის შინაგან სურვილს, რომ მოლაპარაკებები, რომელიც მიდის ორ ქვეყანას შორის დასრულდეს არა საზიანოდ, არამედ ორივე მხარის საკეთილდღეოდ. მაგრამ ის, რომ დავით გარეჯი, ცალსახად და ისტორიული სამართლიანობით, ყველა ეს გადახედვას არ ექვემდებარება”, – განაცხადა მეუფემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აღკეთეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (ვიდეო)

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com