ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დავით გარეჯი საქართველოა -ქართველი ხალხი დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს

დავით გარეჯი საქართველოა -ქართველი ხალხი დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს

დავით გარეჯი საქართველოა – სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დევიზით მშვიდობიანი აქცია დასრულდა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით გაიმართა.

მსვლელობას თბილისიდან სასულიერო პირები შეუერთდნენ. პოლიტიკური პარტიის განმარტებით, მათ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს და შეახსენეს, რომ ქართველი ხალხი დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოლაპარაკებების არასასურველი შედეგის შემთხვევაში მსგავსი აქციების გამართვას არ გამორიცხავენ. 

23-24 მაისს ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ რომ კომისიის მორიგი სხდომა თბილისში სავარაუდოდ ივნისში გაიმართება

ამჟამად დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com