ახალი ამბები
Home / 21 -ე საუკუნის თაობა / დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტული ჯგუფები საველე სამუშაოების საწარმოებლად 2-3 კვირაში გავლენ

დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტული ჯგუფები საველე სამუშაოების საწარმოებლად 2-3 კვირაში გავლენ

 

 

დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტული ჯგუფები საველე სამუშაოების საწარმოებლად 2-3 კვირაში გავლენ. ამის შესახებ   საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვარაუდობს.

როგორც დარსალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად მხარეებს შორის ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა მიმდინარეობს. ამასთან, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ შესათანხმებელია ის მონაკვეთებიც, სადაც ექსპერტებმა მუშაობა უნდა აწარმოონ.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა. ჩვენ გვაქვს კონტაქტი ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მიმდინარეობს იმ მონაკვეთების დაზუსტება, რომლებზეც უახლოეს მომავალში ექსპერტული ჯგუფები უნდა გავიდნენ და ჩაატარონ საველე სამუშაოები”, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, როგორც კი ექსპერტული მასალები იქნება მზად, დაუყოვნებლივ დაიგეგმება შეხვედრა მხარეებს შორის, რათა ამ მასალების განხილვა მოხდეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოქრუაშვილი ხალვაშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღებას მოითხოვს-ოქრუაშვილმა ხალვაშს ტელეკომპანიის შესაძენად 7.7 მილიონი დოლარი ასესხა

    „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი მფლობელიაგან  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვაშის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com