ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /   დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უნიკალური ფრესკები დააზიანეს

  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უნიკალური ფრესკები დააზიანეს

  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ განუცხადა, აღნიშნული ქმედება ვანდალიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მისივე ინფორმაციით, ფრესკები ზედაპირულადაა დაზიანებული და შესაძლებელია მისი გამოსწორება ისე, რომ არ მოხდეს ფრესკის ზედაპრულ ფენასთან შეხება. 

„საბედნიეროდ აღმოჩნდა ზედაპირული დაზიანება, რამდენადაც არის კირით ან ცარცით გაკეთებული, მაგრამ ეს მის შინაარსობრიობას არ ცვლის და გახლავთ ვანდალიზმი. ჩვენი ზედამხედველობის სამსახური გახლდათ ადგილზე და შეისწავლა დაზიანება. მისი გამოსწორება ადვილად შესაძლებელია ისე, რომ კედლის მხატვრობის ზედაპირული ფენა საერთოდ არ იყოს ხელშეხებული. კონკრეტულად, უდაბნოს ეკლესიაში დაცვითი მექანიზმები, მისი ლანდშაფტური იერსახიდან და წარმომავლობიდან გამომდინარე ძნელია, რამე დაცვითი ეფექტური მექანიზმის შემუშავება“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ. მისი განმარტებით, ძეგლის ადგილმდებარეობისა და რთული კლიმატური პირობების გამო ამ ეტაპზე დაცვის ეფექტური მექანიზმების ამოქმედება ვერ ხერხდება.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბექა ბარამიძე ყურადღებას ამახვილებს ძეგლის რეაბილიტაციაზე და აღნიშნავს, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე სახელმწიფო. მისი თქმით, თუ ძეგლს ჩაუტარდება საფუძვლიანი რესტავრაცია, მსგავსი ვანდალური ფაქტები შემცირდება, ვინაიდან ხშირად აღნიშნულ ქმედებას მოზარდები და ტურისტული ჯგუფები ახორციელებენ.

„ჩვენი საზედამხედველო სამსახური რაოდენობრივად და ფუნქციურად არ არის ისეთი, რომ შეძლოს მუდმივი მეთვალყურეობა. მაგრამ ვფიქრობთ, არსებობს სხვა უფრო ეფექტური გზები, რათა ძეგლის უსაფრთხოება იყოს უკეთ დაცული – ჩვენი უწყების უშუალო აქტივობით მოხდეს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების უშუალო ჩართულობა ამ კომპლექსის სრულმასშტაბიან სარეაბილიტაციო სამუშაოებში“, – აღნიშნა ბექა ბარამიძემ. 
უდაბნოს მთავარი ეკლესია IX-XI საუკუნეებით არის დათარიღებული. 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სკანდალი-რეკეტი სახელმწიფოს სახელით: როგორ სძალავდნენ “ომეგა ჯგუფს” მანქანებს მინისტრებისთვის -video)

როგორ სძალავდნენ "ომეგა ჯგუფს" მანქანებს მინისტრებისთვის რეკეტი სახელმწიფოს სახელით: როგორ სძალავდნენ "ომეგა ჯგუფს" მანქანებს მინისტრებისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com