ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ამ წუთებში შეხვედრას მართავენ

დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ამ წუთებში შეხვედრას მართავენ

 

ართულ მხარეს სავარაუდოდ, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. კომისია, რომლის შემადგენლობაც 20 წევრისგან განისაზღვრა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 10 მაისს დაამტკიცა.

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის ტერიტორიის 30% დასაზუსტებელია, მათ შორის, განსაკუთრებული დავის საგანი ის ტერიტორიაა, სადაც სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი მდებარეობს.

დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ამ წუთებში შეხვედრას მართავენ. შეხვედრა ბაქოში მიმდინარეობს, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი ურთიერთობები“-ლადო კახაძის ახალი შეპირებები

  მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის  მეორე ტურში ლადო კახაძე და გიორგი შავგულიძე იბრძოლებენ. ლადო კახაზ ხელახლა მიმართავს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com